ქალები რეგიონის განვითარებისთვის

საკონტაქტო პირი: ქეთევან ხიდაშელი
ფონდის საკონტაქტო მეილი: kete63@gmail.com ;
სოციალური მედია: ქალები რეგიონის განვითარებისთვის ფეისბუქზე ;
სათემო ფონდის ბლოგი: www.wdrguria.wordpress.com

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი გურიის რეგიონია, საქმიანობით დაფარული სოფლების/თემის რიცხვი - 23. სათემო ფონდთან ასოცირებულია ქალთა 14 და ახალგაზრდა მოხალისეების 4 ჯგუფი. ჯამში სათემო ფონდთან ასოცირებული ინდივიდუალური მოხალისეების რაოდენობაა: 110.

ამ ეტაპზე სათემო ფონდს გაცემული აქვს ცხრა გრანტი, რომელიც ჯამში 10.005 ლარის ოდენობისაა.

სათემო ფონდის საქმიანობის სფეროები

ქალები რეგიონის განვითარებისათვის შეიქმნა 2008 წელს, ოფიციალურად დარეგისტრირდა 2010 წელს და მიზნად ისახავს საქართველოში და კერძოდ გურიის რეგიონში დაამკვიდროს სოციალური სამართლიანობის პრინციპები. ქალები და ახალგაზრდული ჯგუფები იყონ რეალიზებულები, ძლიერები და აიღონ პასუხისმგებლობას გარემოზე ცვლილებებისთვის; რეგიონში ჩამოყალიბდეს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინფორმირებული, განათლებული და აქტიური საზოგადოება. დაცული იქნას ქალთა უფლებები, გაზრდილია ქალთა მონაწილეობა თვითმართველობაში. გაუმჯობესდეს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.

მიზნის მისაღწევად სათემო ფონდის მთავარი აქტივობებია ტრენინგები, ვორკშოპები, სემინარები, სერვისები: კომპიუტერის სწავლება, ხელსაქმის სწავლება, ინტელექტიუალური და გასართობი ღონისძიებები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

ფონდის თემატური საქმიანობებია

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა.