ფონდმა ტასომ ქართველ ხელოვანებთან ერთად“ართგორა“ფორუმში მიიღო მონაწილეობა/Taso Foundation together with Georgian artists participated in ArtGora forum

10-12 აპრილს, ფონდმა ტასომ ქართველ ხელოვანებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რიგაში გამართულ “ართგორა“ (ArtGora) ფორუმში.

ფორუმი ორგანიზებული იყო შვედეთის ინსტიტუტისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით "კრეატიული მრეწველობა თანასწორი ბალტიისპირეთის“ (CIEB) ფარგლებში, ბალტიის ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო და უკრაინა) ჩართულობით.

ფორუმის პროგრამა მოიცავდა მონაწილეების მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და პრეზენტაციებს,  ინფორმაციის გავრცელებას დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, ხელოვანებს შორის კავშირების გაძლიერებასა და „რეალური საუბრების ეპიზოდის“ (Talk Real Episodes) გადაღებას.

ფორუმის დროს , ასევე შეიქმნა რეგიონალური პლატფორმა აქტივისტებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომელთა მიზანსაც რეგიონებში გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.


On 10-12 April, Taso Foundation with Georgian artists participated in ArtGora Forum in Riga.

The Forum organized with the support of the Swedish Institute and the Swedish Ministry of Foreign Affairs in the framework of Creative Industries for an Equal Baltic (CIEB), and regional collaboration between partners from the Baltic Sea region and Eastern Partnership countries (Georgia and Ukraine).

The programme included practitioners lab with participant-led workshops, open mic presentations, lecture performances, the session on funding opportunities for artists, networking space and filming Talk Real episodes.

During the Forum, also created a regional platform for art activists and cultural professionals whose working to raise awareness on gender inequalities in the regions.