რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი"

საკონტაქტო პირი: ხათუნა ბეჭვაია
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: tanaziari@hotmail.com;
სამედიცინო ცენტრი ,,თანაზიარი'' ფეისბუქზე

ფონდი თანაზიარის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია სამეგრელო ზემო -სვანეთი. სათემო ფონდთან ასოცირებულია ქალთა 6 და ახალგაზრდა მოხალისეთა 4 ჯგუფი.
გაცემული აქვს 150 მდე გრანტი ჯამში 70.000 ლარის ოდენობით.



რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარის მისიაა მოწყვლადი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. ცენტრი ეწევა ქალთა პრობლემების მოგვარებისა და უფლებების დაცვით საქმიანობებს.

 ორგანიზაციის მიზანია სოციო-ეკონომიკური მგდომარეობის გაუმჯობესება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მათი დასაქმება; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში მონაწილეობა; ქალთა ფსიქოსოციალური რეაბლიტაცია; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; მეცნიერების, კულტურის, განათლების, ხელოვნების, ტურიზმის და სპორტის სფეროებში ახალი ინიციატივების ხელშეწყობა; მესამე სექტორის განვითარება; ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება.

თანაზიარი დაარსდა 2000 წელს და ძირითადად მუშაობს განათლებისა და კონსულტირების მიმართულებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან: ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები, პატიმრები და პრობაციონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოწყვლადი და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები. ორგანიზაციას აქვს სამედიცინო ცენტრი, რომელიც დაარსდა 2004 წელს ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით.


თანაზიარის თემატური საქმიანობებია:

  • ქალთა ულებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა
  • სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობა;
  • მიგრანტებთან და ლტოლვილებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა ადამიანის უფლებები;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანტროპიული საქმიანობა;
  • სოციალური მეწარმეობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;