სათემო ფონდების ქსელის ჩამოყალიბება, განვითარება და გაფართოება; სათემო ფონდების ფილანთროპიული საქმიანობის ხელშეწყობა

ფონდი ტასოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სამუშაო მიმართულება არის სათემო ფონდების ქსელის ჩამოყალიბება, განვითარება და გაფართოება და სათემო ფონდების ფილანთროპიული საქმიანობის ხელშეწყობა.

მონაწილეობით საერთაშორისო ქსელების `სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანთროპია და `ფონდები მშვიდობისათვის სამუშაო შეხვედრებში, ფონდმა შეიძინა ცოდნა და იმუშავებს იმისთვის, რომ შექმნას ქვეყანაში ფილანთროპიის განვითარების შესაძლებლობები და დანერგოს სათემო ფილანთროპია, როგორც მონაწილეობითი, უშუალო დემოკრატიის განვითარების პირობა და პრაქტიკულად მოქმედი მექანიზმი. ამ სამუშაო მიმართულებას საფუძვლად წინა წლებში გაწეული მუშაობის შედეგები ედება.  

სამუშაო მიმართულება მოიცავს:

•სათემო ფონდების სწავლება, კონსულტირება, ორგანიზაციული განვითარება და დაქსელება: სახელმძღვანელო სათემო ფონდებისთვის, პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრები & გასვლითი შეხვედრები ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად;

•სათემო ფონდების ფილანთროპიული საქმიანობის მხარდაჭერა: პარტნიორული საგრანტო პროგრამა;

•სათემო ფილანთროპიის ქსელის გაფართოება: ა) ახალი წევრების მომზადება; ბ) ახალი წევრების მოზიდვა;

•დოკუმენტური ფილმები და პუბლიკაციები სათემო ფილანთროპიის დასანერგად ქვეყანაში.  



uq_-Zcvf9J_Philanthropy cover

საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონი ფილანთროპიის შესახებ:

საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონი ფილანთროპიის შესახებ: სახსრები სამოქალაქო საზოგადოების/ორგანიზაციების თანმიმდებრული საქმიანობისა და განვითარებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრავალწლიან ძალისხმევას არ მოჰყვა შედეგად არც დემოკრატიის ხარისხის განუხრელი ზრდა, არც მდგრადი მშვიდობა, არც ეკონომიკური აღმავლობა და სოციალური სამართლიანობა.  

აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პასუხისმგებლობის ამაღლება და გაძლიერება შიდა, ქვეყანაში არსებული რესურსებით, როგორიცაა მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა და მონაწილეობა, მოხალისეობის კულტურის დანერგვა, ბიზნესის ფილანთროპიული წვლილი და უფრო მჭიდრო პარტნიორობა სექტორთა შორის დემოკრატიული განვითარების, თანასწორობის, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.


სამუშაო მიმართულება მოიცავს:

•ფილანტროპიის კანონპროექტის გადამუშავებას (განსახილველად 2-ჯერაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში – 2013 და 2014 წლებში) სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით;

•კანონპროექტის ლობირებას საქართველოს პარლამენტში;

•ფილანთროპიის კულტურის დასანერგად მიმართულ საქმიანობებს და ღონისძიებებს.

ფილანტროპიის კანონპროექტი 29.07.2013 ქართ.pdf

13475097_800613056706080_5938306105470889186_o