სიმონ დე ბოვუარი - ჟამი სულიერების ზეობისა



სიმონ დე ბოვუარი - ჟამი სულიერი ზეობისა.pdf


წინასიტყვაობა

ფემინისტური რევოლუცია

 

1949 წლის ივნისში სიმონ დე ბოვუარი თავისი ნაშრომით –„მეორე სქესი“ საავდრო ღრუბლად მოევლინა „ბეიბი-ბუმით“ შეპყრობილ პატრიარქალურ სამყაროს.დემოგრაფიული აღორძინების მესვეურები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ერი გადაშენების წინაშე იდგადა სამშობლოს გმირები სჭირდებოდა. ამგვარი მაჩოისტური დისკურსი ითვალისწინებდამეორე მსოფლიო ომის „წყალობით“ შრომის ბაზარზეგამოჩენილი ქალების კვლავ სამზარეულოში გამწესებას და ტრადიციული ოჯახის – სადაც მამაკაცი ცოლ-შვილზე ბატონობს – კიდევ უფრო გამყარებას.ანდროცენტრულ სახელმწიფოს სჭირდებოდაარაძლიერი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ემანსიპირებული ქალები, არამედ მორჩილი ცოლები და დედები. ჰიტლერისეულ ფრაზას –„ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო“– უთვალავი გულანთებული მომხრე ჰყავდა. აი, ამგვარ ანტიფემინისტურ გარემოში წამოიწყო ერთმა თამამმა ქალმა რადიკალური ფემინისტური რევოლუცია, გამოაცალა ქალთა მჩაგვრელ წყობას მთავარი საყრდენიდა გაფანტაორმოცდაათიანი წლების გაუვალი წყვდიადი და უმეცრება. მანამდე რამდენიმე ადამიანს თუ დაეწერა ასე გაბედულად, ცრუ მითებისა და ზღაპრების გარეშექალთამძიმე ხვედრზე, სექსისტურ იდეოლოგიაზე, ძვალ-რბილში გამჯდარ, ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიაზე (ქალთმოძულეობაზე), გოგონათა დამაჩლუნგებელ აღზრდაზე, ქალწულობის ინსტიტუტზე.მან „გააშიშვლა“იდუმალების ბინდითმოცული, მამაკაცური მითების ჭაობში ჩაფლული ქალური სექსუალობა დასხვა საჩოთირო საკითხები,რაზეცვერ ბედავდნენ საუბარსხმაწართმეული და უუფლებლოდედაკაცები.ვატიკანმა ფემინისტური ნაშრომი შერისხა და მას ადგილიაკრძალულ წიგნთა სიაში მიუჩინა. მრავალი დამფრთხალიმამაკაციგამოხატავდა უსაზღვრო სიძულვილს იმქალისადმი, რომელმაცერთი ხელის მოსმით გააცამტვერა მამაკაცური მითები ქალსა დაქალურობაზე. დიდი პატრიარქები შიშობდნენ, რომ ქალები სულ მალე აჯანყდებოდნენ, დაამსხვრევდნენ დუმილისა და მორჩილების მძიმე ბორკილებსდა „ეჭვშეუვალ“ მამაკაცურ იდეოლოგიასაცწყალი შეუდგებოდა. ამ 1200 გვერდიან ფემინისტურ თხზულებაზე გულგრილად და მშვიდად ვერავინ ლაპარაკობდა. ეს შედევრი ან საშინლად სძულდათ, ან მთელი გულით უყვარდათ. „სიმონდებოვუარი,– ქალი,რომელიცთამამად უხმობს ქალებს დაუჩვენებს მათ ნანატრი თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას!“– წერდა აღფრთოვანებული ფრანგულიპრესა.ათასობით ქალი უგზავნიდა ავტორს მადლიერებით აღსავსე წერილს: 

„თქვენშეცვალეთჩემიცხოვრება.ნათლადდამანახეთის, რასაცაქამდე,თითქოს, დაბურულიმინისმიღმავხედავდი“. ერთკვირაშიდახლებიდანგაქრა და უამრავ ენაზე ითარგმნა„მეორე სქესის“პირველიტომის 22000ეგზემპლარი, რომელშიც ქალების „ხმა ისმოდა“. გამომცემლობა „გალიმარის“მიერ გამოცემულ წიგნს წილადხვდაარნახული წარმატება.

„მეორე სქესი“მიზნად ისახავსმითებისდამსხვრევას და დაწვრილებით მიმოიხილავს ბიოლოგიას, ქალის ფიზიოლოგიას, კაცობრიობის ისტორიას, ანთროპოლოგიას, ფსიქოანალიზს, მატერიალიზმს,ბავშვთა აღზრდის პატრიარქალურ სისტემას, სექსუალურ ტაბუებს, ფალოცენტრულ მითებს, რელიგიას, მონტერლანის, კლოდელის, ლოურენსის, ბრეტონისა და სტენდალის შემოქმედებაში ასახულ მითებს. პრეისტორიულ, ანტიკურ, თუთანამედროვეკულტურებშიქალთა მდგომარეობისმკლევართათვის „მითები'' და„ისტორია''სერიოზულიანთროპოლოგიურიმასალაა. სიმონ დე ბოვუარი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის „შუქზე“აანალიზებსისტორიასდა თვალნათლივ გვიჩვენებს, რატომ „იქცა“ქალი„მეორე'' სქესად.

„როდესაც ქალი აზროვნებს, ამბობენ, რომ ის მამაკაცს ბაძავს,“ – წერს ავტორი. პრეისტორიულხანაში, მამაკაციბუნებასქალთანაიგივებდადასიკვდილის ერთადერთ წყაროდ სწორედ ქალი ესახებოდა.ეს შიშნარევი თაყვანისცემადა მოწიწება გამოვლინდადიადიდედის, ძლევამოსილიქალღმერთისკულტში, თუმცა, შემდგომში მამაკაციაჯანყდა დაგანიზრახა ბუნების„დამორჩილება'' და მისი ტახტის დამხობა. ამ „აჯანყებას“ მოჰყვა დიადი დედის – მიწის კულტის ხელყოფა დაფემინურობაზე (მატრილინეალურხაზზე)მასკულინურობის (პატრილინეალურიხაზის) გამარჯვება. მამაკაცებმა რელიგია თუ ყოველგვარი სამოქალაქო კანონიქალთა დასამორჩილებელ და „წელში გამწყვეტ“ იარაღადაქციეს. „სუსტი“ სქესის დაბეჩავება და დაბრიყვება „ძლიერის“სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობის საწინდარი იყო; ქალისსხეული და მისი სექსუალობა საბოლოოდ „დანებდა“ მასკულინურ წეს-კანონებსა და ნორმებს, რომელშიცშეჩვენებულიდა შერისხულია ქალი, როგორცმაცდური, ბინძური, საშიში, შავბნელ ძალებთან ზიარებული სისხლმდინარეარსება;მამაკაცებმა ქალებისადაქალურობისშესახებშეთხზესსხვადასხვამითი, რომლებშიც უკვალოდგაქრნენძლიერი ქალებიდაგამოჩნდნენ მასკულინურ ძალაუფლებასდამორჩილებულიმეორეხარისხოვანიმდედრები. ასეთ მითებსა და ზღაპრებში მამაკაცი ბატონია, ქალიკი –მისიმხევალი.ასეთიაერთ-ერთიმითი„ჭეშმარიტ“,„ნამდვილ“,„მარადიულ ქალზე“:ესაა ქედმოხრილი, თავმდაბალი, პასიურიქალი, რომელიც მართალია, ჭკუა-გონებით არ ბრწყინავს, მაგრამ დღედაღამ ქმარ-შვილზე ზრუნავს; ეს ოჯახისბურჯისაკუთარი თავისთვის ფულს არასოდეს გაიმეტებს, თავის დღეში არ იტყვის: „მემინდა“, რადგან არ იცისამ სიტყვების მნიშვნელობა; მხოლოდისიცის,რასურს მის მბრძანებლებს – თანამეცხედრესა და შვილებს. ღამ-ღამობითმისისანთელიარქრება –ქსოვს, კერავს, სახლსალაგებს, რეცხავს, ოჯახის წევრებს თავს დაჰკანკალებს, მუდამ მჭმუნვარეიერითდაიარება და რაც მთავარია, თმასადასახეს თავსაბურავითიფარავს. ამ მომთმენი, თავდახრილი, მორცხვი, ხელშეუხებელი და სპეტაკიქალისთვის, ამ მუდამ მოფუსფუსე„დედოფალ“-დედა ფუტკრისთვის ქმრისსიტყვაუზენაესიკანონია. „მარადიული ქალის“მითის გარდა, პატრიარქალურმა სამყარომ კიდევერთიმითიშეთითხნა – „ზნედაცემულიქალი.“იგი„ნამდვილის“სრულიანტიპოდია: ახირებული, ხარბი, უზნეო, სულსწრაფი,ამპარტავანი, ვნებიანი, ავხორცი და მომხვეჭელობის ჟინით შეპყრობილი. ანდროცენტრიზმს სჭირდებოდა როგორც წმინდა და სპეტაკი, „ჭეშმარიტი“ქალი, ასევე, „ბინძური“ და „ზნედაცემული“. ავტორი ამბობს, რომგოგონებს ოდითგანვე ამ პატრიარქალურ მითებსა და ცრუ იდეებს უჭედავდნენ თავში, ლამაზი ტყუილებით ასულდგმულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი ნაზი, ფაქიზი, უსუსური და არასრულფასოვანი არსებები იყვნენ და აიძულებდნენ, ქალთა ამ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული არქეტიპიდანერთ-ერთს„დამსგავსებოდნენ“. ქალი, როგორც მეორეხარისხოვანი, უნიჭო, „ნაკლოვანი“არსება და მამაკაცის „დანამატი,“„ნეკნი“, პატრიარქალურიკულტურის მიერშეთითხნილიმითიადაარა –ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური (გნებავთ, ბუნებრივი) უცვლელი მოცემულობა. სწორედამფრაზითიწყება განუმეორებელი ნაშრომის მეორე, სქელტანიანი ტომი:„ქალებადკიარიბადებიან, არამედ – ხდებიან. მდედრს აკნინებსარა ბიოლოგიური,ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური დაეკონომიკურიხვედრი, არამედ – ტრადიციული საზოგადოება; მხოლოდპატრიარქალურიცივილიზაცია აქცევს მას მამრსადა საჭურისს შორისგარდამავალარსებად; შესაბრალისი, მეორეხარისხოვანი ქალის ხატება ანდროცენტრული სიცრუეა“.

ცრურწმენებით გაჟღენთილი ოჯახიდა გარემო ბავშვებსაიძულებს, მოირგონ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გენდერულიროლები. გოგონა უნდა იყოს პასიური და თვინიერი და სულმოუთქმელად ელოდოს იმ „ბედნიერ“ დღეს, როცა თეთრრაშზეამხედრებული უფლისწული მოაკითხავს, ცოლად შეირთავს და მზრუნველ დედად აქცევს;ბიჭიკი უნდა იყოსრაციონალური,კეთილისადაბოროტისშემცნობი, დიდების მწვერვალთადამლაშქრავი, სამყაროს შესაცნობად უნდა გაეშუროს სახიფათომოგზაურობაში,უნდა გახდესმეცნიერი, მწერალი, ფილოსოფოსი,მხატვარი ან კომპოზიტორი და „ცხოვრება ნახოს“. გამრავლება მისთვის მეორეხარისხოვანი ფუნქციაა, გოგონასკიყველაასწავლის, რომშვილების გაჩენა მისიცხოვრებისერთადერთიმიზანი და წმინდათაწმინდა მოვალეობაა. ყველა ზღაპარი პატრიარქალური მითებითაა სავსე.

„როცა გოგონა მომავალზე ფიქრობს, ეჩვენება, რომ ნარ-ეკლიან, ციცაბო, თვალუწვდენელ სიშორეში ჩაკარგულ გზას უნდა დაადგეს და დაიპყროსნისლით მოსილი ბუნდოვანი, შორეული მწვერვალი, თუმცა, ყოველდღე იმას უყურებს, რომდედასამზარეულოში სულ ჭურჭელსრეცხავსდა ერთ ავბედით დღეს, უეცრად, თვალისმომჭრელ სიმართლეს დაინახავს; მიხვდება, რომწლებისწინაცდედასცხიამიანწყალშიჰქონდა ჩაყოფილი ხელებიდათეფშებსუხეშისახეხითრეცხავდა,მისი ცხოვრებაც ამ მოსაწყენ და ქანცგამწყვეტ შრომაში გაილევა; ყოველიდღეერთმანეთსჰგავს; თითქოს, რაღაცნაირად მარადიულ, უიმედო, უსიხარულო, უნაყოფო აწმყოს ტალღებში შთანთქმულა“; „ყოველივე,რასაცბიჭები ჩაიდენენ, მყისვე მამაკაცურტრანსცენდენციად იქცევა. კაცებიმხატვრები, მწერლები, მეცნიერები და შემოქმედებიარიან, თამამად იღებენსახიფათო გადაწყვეტილებებს, გეგმებსაწყობენ, ქალსკიასწავლიან ფრთხილად„ყოფნას.“გოგონასბუნებრივიმისწრაფებაც„შექმნაა“, მაგრამმას არწმუნებენ, რომ უნდა იქცეს პასიურ ობიექტად,უნდა დასჯერდეს მისუცვლელ„არსად“მიჩნეულ, მეტად ვიწრო სფეროსდა საკუთარი ნებით შეაბიჯოს გაუვალ მასკულინურ ჯოჯოხეთში. საზოგადოებამ, თითქოს, მრავალი საუკუნის წინ ჩაწერა უხილავ წიგნშიქალის ხვედრი, მისიდანიშნულება და უმთავრესი მოვალეობებიდა „სუსტი“ სქესი იძულებულია, განუსჯელად, უშფოთველად და წარბშეუხრელადდაემორჩილოსამ უსამართლო განაჩენს; კაცებსუფლება აქვთ, იყვნენთავიანთი ბედის მჭედელნი; ბიჭსყველა დაუღალავად უმეორებს, რომ უნდაიმოქმედოს, რაღაც შექმნას, გახდეს მეზღვაურიანინჟინერი, ფერმაშიდარჩესანქალაქშიწავიდეს, მსოფლიოშემოიაროსდაგამდიდრდეს.იგი სრული თავისუფლებით ტკბება, უფლება აქვს, მოულოდნელობებითაღსავსემომავალს დაუპირისპირდეს, გოგონაკი გათხოვდება, ბავშვებს გააჩენს და შემდეგბებიაც გახდება, დედამისივით მოუვლისსახლს და ქმარ-შვილზე იზრუნებს.თოთხმეტიოდე წლისაა, მაგრამ თითქოს, ზეცაშიადაწერილიმთელიმისიცხოვრებისისტორია, შემზარავი ისტორია, რომელსაც ყოველდღე წაიკითხავს; ნელ-ნელა ფარდას ახდის ამ სასტიკ სიმართლეს, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლის, თავის „განაჩენს“ ვეღარ „გაასაჩივრებს“, „ღვთის ნებას“ ვერ გარდავა, რადგან თავისი ბედის საკუთარი ხელით „დაწერის“ უფლება მისთვის არავის უწყალობებია.“„გულნატკენი, შეცბუნებული, დარცხვენილი, შეშფოთებული, დამწუხრებული გოგონამომავლისგზას მიუყვება და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს, რაღაც მიუტევებელი დანაშაული ჩაედინოს; ხვდება, რომ ამ სამყაროს მამაკაცები, ეს გულზვიადი ხელმწიფეები მართავენ, ქალებიკი, – ეს ყრუ-მუნჯი მონები,მათ უსიტყვოდ ემორჩილებიან,“–წერს ავტორი.

ამგვარი საზოგადოებრივი ზეწოლა და გაწბილება გოგონასაიძულებს, უსამართლო ბედს შეურიგდეს და აღიაროს, რომ „ნაკლოვანი“, მეორეხარისხოვანი და არასრულფასოვანი არსებაა; ეს სასოწარკვეთილი ადამიანიხანნარცისიზმსაფარებსთავს,ხან კი –მაზოხიზმს. ოდესმე ფარ-ხმალს დაყრის, მშობლებსა და საზოგადოებას საბოლოოდ დანებდება, მორჩილ ობიექტად იქცევა დააღასრულებსუმთავრეს მოვალეობას – ვინმეს მისთხოვდება და შვილებს გააჩენს. ფრანგი ათეისტი ფილოსოფოსისათვის ქორწინება არისამაზრზენიპატრიარქალურ-რელიგიურ-მიზოგინური ინსტიტუცია, რომელიც უფლებააყრილ, ხმაწარმთმეულ ქალს აიძულებს,შეურიგდეს ქმრის მბრძანებლობას, მონასავით მოიხაროს ქედიმის წინაშედაგუნდრუკი უკმიოსმწვალებელს; ეს ადამისჟამინდელი ტრადიცია და ოჯახის მძიმე უღელი ქალს უკლავსთავისუფლების წყურვილს, მისწრაფებებს, ოცნებებსა და მწველ სურვილებს:

„ქალსოდითგანვენივთივითათხოვებდნენ.პარაზიტსა და შეშლილს უწოდებენმას, ვინც ამ ძველთაძველი ადათ-წესის უარყოფას გაბედავს;“„სანამ ეკონომიკური სადავეები მამაკაცებს უპყრიათ ხელთ, ქალი ნანატრ თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. ვიდრე პატრიარქალური წყობა და გოგონათა აღზრდის დამაჩლუნგებელი სისტემა არ დასამარდება, ქალები იფიქრებენ, რომ გათხოვება და დედობა მათი ერთადერთი მოვალეობაა;“„ბევრი ქალი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით ირჩენს თავს და სარჩოს თავისი ოფლით მოიპოვებს, მაგრამ ისინი საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად ითვლებიან. უცილობლად ქორწინებისბეჭედი, ეს მონობის ბორკილი უნდა ჰქონდეთ წამოცმული თითზე, რათასრულქმნილი, ღირსეულიპიროვნება უწოდონ“; პატრიარქალური საზოგადოება გოგონას აკვნიდანვე კვებავს ცრუ მითებით; მამაკაცებს, რომლებიც გაუთავებლად „ენამზეობენ“ მრავალშვილიანობის სიკეთეზე, ბედნიერდედებზედა ქალის უმთავრეს მოვალეობაზე, სურთ, ქალები მასკულინურ წესრიგს დაუმორჩილონ,თავსმოახვიონ ფარისევლური მორალი,გააბრუონსაამო ტყუილებითდა დაარწმუნონ, რომ მონობა თავისუფლებაა, თავისუფლება კი მონობა. ამ მამაკაცთა„ლამაზი“ სიტყვების უკან იმალებავერაგიპატრიარქალური იდეოლოგია. სინამდვილეში, მათ მხოლოდ თავიანთი უპირატესობის უკვდავყოფადა ქალების გამომწყვდევა სურთოჯახური საშინელებებით სავსე საპყრობილეში.

ეგზისტენციალისტიფემინისტისთანახმად,პატრიარქალურისაზოგადოებისაგან გათელილი ქალისიბერეშიმწვავეკრიზისსგანიცდის, მასმიუსაფრობისადაგანწირულობის შეგრძნებამოსვენებას არ აძლევს და თავს უსარგებლო ნივთად მიიჩნევს; ხვდება, რომვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია, თვალის დახამხამებაში გაილიამისი უფერული ცხოვრების დღეები, ქალთმოძულე კულტურამმონობისუღელიდაადგადა მან ვერაფერიშექმნა.„ქალიშვილი დღედაღამ ბრწყინვალე მომავალზე ოცნებობს, უიმედო მოხუცი ქალი კისინანულით იგონებს წარსულს, ხვდება, როგორიუნდაყოფილიყომისიცხოვრება, განუწყვეტლივიხსენებს, როგორ სულდგმულობდა ნაირფერი ოცნებებითდა მგზნებარე სურვილებით, მაგრამ სანუკვარი გულისწადილის ახდენა ვერ შეძლო და ხელი მოეცარა; დღითიდღე იძირებასასოწარკვეთისმორევში,“ – წერს ბოვუარი. „ქალი მთელი ძალით ცდილობსდაკარგულიცხოვრების დაბრუნებას, წყალწაღებულივით ებღაუჭებაგარდასულ დღეებს, მაგრამსულამაოდ. ულმობელი დროშეუჩერებლადმიაქანებსსიკვდილისაკენ.ცდილობს, სიკვდილიცუარყოსდაწარმოსახვითსამყაროსაფარებსთავს.ისარისთავზარდაცემული და შეძრწუნებული მსხვერპლი იმ ცხოვრებისა,რომელიცმას არაურჩევია,“ – ამბობს ფრანგული ფემინიზმის დედა.

„მეორესქესის“ბოლოთავი, –„თავისუფლებისაკენ“, ქალის ემანსიპაციას ეხება.ავტორიაცხადებს, რომ სანამ მშობლები გოგონებსმორჩილდედებად, დიასახლისებად,პასიურ, დამყოლ, სუსტ, სულელ, კომფორტულ„ნახევარფაბრიკატებად“„აქცევენ“, ქალი საოცნებო თავისუფლებასვერმოიპოვებს. ვერცსაარჩევნო ხმისუფლებადავერცსექსუალურითავისუფლება მისცემს მას სრულემანსიპაციას;თავისუფლების საწინდარია ურყევი ეკონომიკური დამოუკიდებლობა. უნდა მოისპოს უთანასწორობაქალისა დამამაკაცისხელფასებსშორის(ესმოთხოვნადღემდევერშესრულდა. შუაგულევროპაში, ქალებიმამაკაცებზე 15-დან 25 %-მდე ნაკლებ ხელფასსიღებენ და რაც მთავარია, ერთსა და იმავე თანამდებობაზე), უნდა დაკანონდეს აბორტი,კონტრაცეფცია,ქალებსმიეცეთუფლება,დაეუფლონიმპროფესიებს,ხელობებს, რომლებზე ოცნებაც კი აკრძალული აქვთ, თავად გადაწყვიტონ, გააჩინონ თუ არა ბავშვები და მათი სხეული მხოლოდ მათ უნდა ეკუთვნოდეთ. „როგორშექმნიდნენქალებირაიმეგენიალურს, როცასაუკუნეების მანძილზე მცირეტანიანინაწარმოებისდაწერისსაშუალებაცკიარჰქონდათ? გენიოსადკიარიბადებიან, არამედ-ხდებიან. პატრიარქალურმაწყობამკიქალსდღემდეარმისცა იმის უფლება, გენიოსიგამხდარიყო,“ – ასკვნის ის, თუმცა, დამაიმედებელი დაპირებებითაც გვავსებს: „ყველაფერი წინაა; ადამიანი სამარადჟამოდ ვერასოდეს ვერაფერს დაისაკუთრებს; ყოველივე გამუდმებული, მუხლჩაუხრელი ბრძოლის წყალობით უნდა მოვიპოვოთ“. აი, ასე მთვარდება „მეორე სქესი“, ის დიდი რევოლუცია, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

1971 წლის 5 აპრილს343ქალმა, ბოვუარის მეთაურობით, ხელი მოაწერა მანიფესტს–„მეგავიკეთეაბორტი“. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული გახლდათ, თუმცა, ამ ქალებმა ხმის ამოღება გაბედეს; შეიძლებოდა, მათთვის ციხეშიც კი ეკრათ თავი, მაგრამ სასამართლომ 343 ქალის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა; პარიზის ქუჩებშიქალთა დიდირევოლუციის ლაღი სიო დაქროდა; ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთს,– „კეთილგონიერი“ და კონსერვატორი ბურჟუაზიის ამ საუფლოს, სადაც 1943 წელს მარი-ლუიზ ჟირო აბორტის გაკეთების გამო ვიშის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა, მეამბოხე და განრისხებული ქალები რადიკალური ფემინისტური ლოზუნგებით მოედებოდნენ.„საფრანგეთში ყოველწიურად, მილიონობით ქალი იკეთებს აბორტს საშინლად სახიფათო გარემოში; ამ ბნელ და ჭუჭყიან მიწისქვეშეთს უამრავი ქალი ეწირება, მაგრამ მათზე არავინ არაფერს ამბობს; ვარღვევ დუმილს და ვაცხადებ: მე გავიკეთე აბორტი. ჩვენ მოვითხოვთ აბორტისა და ჩასახვის საწინააღმეგო საშუალებების ლეგალიზებას,“ – ეს არის ამონარიდი იმ მანიფესტიდან, რომელსაც ხელს აწერენ სიმონ და ელენ დე ბოვუარები, ფრანსუაზა საგანი, კატრინ დენევი, მარინა ვლადი, ჟიზელ ჰალიმი, ანა ზელენსკი, მარგერიტ დიურასი და სხვა ცნობილი თუ უცნობი ქალები. 1972 წლის ოქტომბერში გახმაურებულმა ბობინის პროცესმა მთელი საფრანგეთი ააფორიაქა.ფემინისტებმა, თექვსმეტი წლის ქალიშვილის, მარი-კლერის დასაცავად და მხარდასაჭერად პარიზის ქუჩებს ტალღასავით გადაუარეს; გოგონათანაკლასელმა გააუპატიურა და დააორსულა; როცა ნაყოფი მოიშორა, „რატომღაც“ მოძალადის ნაცვლად მსხვერპლი დააპატიმრეს; იატაკქვეშა, არასათანადო პირობებში ჩატარებულმა აბორტმა გოგონა ლამის იმსხვერპლა. დედამ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, იქ კი ხელბორკილი დაადეს და ციხეში გააქანეს; ფემინისტური ასოციაციის, „choisir“-ის („Choisir“ ფრანგ. – “არჩევა“)ხელმძღვანელები, ადვოკატი ჟიზელ ჰალიმი და სიმონ დე ბოვუარი, მეორე დღესვე დიდ საპროტესტო მანიფესტაციას ჩაუდგნენ სათავეში;ზღვა ხალხი გამოვიდაქუჩაში; „ბავშვს მხოლოდ მაშინ გავაჩენ, როცა მომინდება. ვერავითარი მორალური ზეწოლა, ეკლესია, სოციალური ინსტიტუტი თუ ეკონომიკური მდგომარეობა ვერ მაიძულებს, საკუთარი ნება-სურვილი არად ჩავაგდო და სხვის ბრძანებას დავემორჩილო!“ – აცხადებდნენ ისინი დამარი-კლერის საპყრობილედან დასახსნელად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. მათმათავდადებულმა ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო; საბოლოო პროცესს მრავალი ცნობილი პიროვნება დაეწრო: აკადემიკოსი ჟან როსტანი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბიოლოგები (მაგ; ჟაკ მონო და ფრანსუა ჟაკობი), მსახიობები (მაგ. დელფინ სირიგი და ფრანსუაზ ფაბიანი), პოლიტიკოსი მიშელ როკარი, მწერალი ემე სეზარი და სხვები. ქალებმა დაწყებული საქმე ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინეს – გოგონა გაათავისუფლეს; ჯანდაცვის მინისტრის, სიმონვეილისმიერპარლამენტშიწარდგენილიკანონ-პროექტი აბორტის შესახებ, 1975 წლის 18 ივნისს, დიდი აურზაურის შემდეგ დაამტკიცეს.

სიმონ დე ბოვუარი 1986 წლის14 აპრილს გარდაიცვალა.ამ დიდებული ქალის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა.ემანსიპაციის ამ სიმბოლოს დედამიწის ოთხივ კუთხიდან პარიზში ჩამოსულმა ქალებმამიაგესპატივი; მათ ხომ უკანაკასკნელგზაზე უნდა გაეცილებინათ ის განუმეორებელი ადამიანი, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა?გულმოკლული და სასოწარკვეთილი ფილოსოფოსი და ფემინისტიელისაბედ ბადინტერი ‘’Nouvel Observateur“-შიგამოსათხოვარ წერილს აქვეყნებს და ფემინიზმის დედას სამუდამოდ ემშვიდობება: „ჩვენ თხუთმეტი, თუ თექვსმეტი წლის ზრდილი ქალიშვილები ვიყავით, როცა „მეორე სქესი“, ეს განძი აღმოვაჩინეთ.ჩვენი გული ამ შედევრის სიყვარულით აენთო. მან გულდასმით და დამაჯერებლად მოგვითხრო ქალთა ისტორია და აღწერა, როგორ დაიმონეს, დაიბრიყვეს და დააბეჩავეს მამაკაცებმა ქალები; ამ თამამმა ფემინისტმა ერთი ხელის მოსმით ნაცარტუტად აქცია ის „ქალური ბუნება“, რომელზე საუბრითაც წინაპრებმა ყურები გამოგვიჭედეს;როცა ამ განუმეორებელ წიგნს, ამ ნეტარების უშრეტ წყაროს ხარბად ვეწაფებოდი, მეჩვენებოდა, რომსადაც იყო, კამარას შევკრავდი და ავფრინდებოდი.მისისამართლიანი, მეტად ცხადი და ძალზე სასიამოვნოგანაჩენი ჩვენი თაობის ყველა ქალმა მოისმინა: „მომბაძეთ! ნუ შეგეშინდებათ! არ შედრკეთ! დაიპყარით ეს სამყარო, რომელიც თქვენს ფერხთითააგანრთხმული! თავდავიწყებით გადაეშვით ამ ბრძოლაში!“ „ამ უშიშარმა და გონებანათელმა ქალმა თავისი განუმეორებელი წიგნით პატრიარქატს ძირი გამოუთხარა. კონსერვატორებს შეუძლიათ, აგვიჯანყდნენ; ვერასოდეს დაგვარწმუნებენ, რომ ოჯახური კერა ქალთა სამეფოა, გათხოვება, ჯოჯოხეთური ცოლქმრული ცხოვრება და დედობა კი – ჩვენი გარდაუვალი ბედისწერა. ბოვუარმა თავისი ნაწარმოებებითა და სამაგალითო ცხოვრებით საპირისპირო დაგვიმტკიცა და გვითხრა, რომ ქალს შეუძლია, ცრურწმენებს დაუსხლტეს და თავისუფლებითა და მრავალფეროვანი ცხოვრებით დატკბეს.სწორედ დე ბოვუარის წყალობით გავაცნობიერეთ, რომ სექსიზმსა და ქალთა ჩაგვრას უთვალავი სახე აქვს. ჩვენ არა მხოლოდ მისი თანამოაზრეები, არამედ – მისი ქალიშვილები ვართ!ეს დიდებული ქალი, რომელსაც შვილი არასოდეს ჰყოლია (და არც სურდა, ეს მძიმე ტვირთი წამოეკიდებინა), თავისი ფემინისტური იდეების წყალობით უთვალავი გოგონას დედა გახდა.ცხადია, ბევრი ხვდება, რომ დღეს ფემინიზმის დაკრძალვაცაა, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! არ შედრკეთ!მან სამუდამოდ დაგვტოვა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა წინამძღოლმა ბრწყინვალე წარმატებით დააგვირგვინა ყველა ის იდეოლოგიური ბრძოლა, რომელიც კი ოდესღაც წამოუწყია. მშვიდად განისვენეთ, უცნობი მიწების დამპყრობელო ძვირფასო სიმონ დე ბოვუარ, თქვენი ქალიშვილები არასოდეს დაგივიწყებენ!“

სიმონ დე ბოვუარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მებრძოლი სულისკვეთებით აღივსო და რადიკალური ფემინიზმის შობამდე თითქმის ორმოცდაათი წლით ადრე წარმოთქვა ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი: „ჩემი სხეული მე მეკუთვნის“. „როცა წავიკითხე, რომ აბორტი დანაშაული იყო, თავზარი დამეცა; ღრმად მწამდა, რომ ჩემი სხეული მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნოდა და შვილის გაჩენას ქვეყნად ვერავინ მაიძულებდა; ყველანი ცდილობდნენ, „ძლიერი“ და „მახვილგონივრული“ არგუმენტების წყალობით „გონება გაენათებინათ“ ჩემთვის, მაგრამ აზრი ვერა და ვერ შემაცვლევინეს. ჩემსამ უმთავრეს პრინციპს ყოველთვის თავგამოდებით ვიცავდი“, – ვკითხულობთ ამ ზრდილი და მეამბოხე ქალიშვილის მოგონებებში.ბავშვობის სანუკვარი ოცნება აუხდა: უთვალავი ადამიანის გული მისი სიყვარულით აენთო, ლიტერატურამ მართლაც მიწიერი უკვდავების შარავანდედით შემოსა და დაკაგული მარადისობა დაუბრუნა. გოგონები და ქალები დღესაც კი შენატრიან მის უსაზღვრო თავისუფლებას.

გიორგი ძნელაძე