შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის

საკონტაქტო პირი: მარიამ ბუჩუკური
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია (მეილი, ტელეფონის ნომერი): mariambuchukuri@gmail.com 

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია შიდა ქართლის 4 თემის (ტირძნისი, სკრა, დიცი, ტყვიავი), 6 სოფელი (ტირძნისი, მეღვრეკისი, თერგვისი, ქორდი, ფლავი, სკრის დევნილთა დასახლება). სათემო ფონდთან ასოცირებულია ქალთა 7 და მოხალისეების 1 ჯგუფი.

შიდა ქართლის სათემო ფონდს გაცემული აქვს 10 გრანტი 7.900 ლარის ოდენობით.



შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩამოყალიბდა ტირძნისის თემში მოქმედი 7 ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერი ქალებისგან და დარეგისტრირდა 2012 წელს.

სტრატეგიული მიმართულებებია

  • ადამიანთა უფლებების დაცვა; 
  • ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაცია; 
  • ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; 
  • სამშვიდობო პროცესებში ჩართულობა; 
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 
  • ახალგაზრდების საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა; 
  • ორგანიზაციის განვითარება და ფონდების მოძიება.

სათემო ფონდი იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების განვითარების კატალიზატორს და ქმნის წინაპირობას უსაფრთხო, ეკონომიკურად ძლიერი და სოციალურად სამართლიანი თემის ჩამოყალიბებისთვის. შიდა ქართლის სათემო ფონდი ტრენინგებისა და იურიდიული მომსახურების საშუალებით ცდილობს ადამიანთა უფლებების დაცვას, დევნილთა დახმარებას, ადგილობრივი თვითმმართველობასთან მუშაობას. მოსახლეობის ინფორმირებით, განათლების და ცნობიერების ამაღლებით ფონდი ცდილობს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სათემო ფონდის მთავარი აქტივობები *

საჭიროებების კვლევა სამიზნე თემებში/სოფლებში, ქალთა გააქტიურება საკუთარის შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენების მიზნით, ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს გაუმჯობესების პროცესებში და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა.



ფონდის თემატური საქმიანობებია

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარების განვითარება;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა ადამიანის უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა.