სათემო ფონდი ნეფა

საკონტაქტო პირი:ნინო ყორშია
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: nefacf@gail.com; ninokorshia@gmail.com
 სათემო ფონდი ნეფა ფეისბუქზე

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია სამეგრელოს საზღვრისპირა სოფლები, ფონდის საქმიანობა ფარავს სამ სოფელს. ფონდ ნეფასთან ასოცირებულია ქალთა 6 და ახალგაზრდა მოხალისეთა 4 ჯგუფი.

სათემო ფონდ ნეფას გაცემული აქვს 9 გრანტი, ჯამში 5.660 ლარის ოდენობით ლარში. 




სათემო ფონდი ნეფა შეიქმნა 2012 წელს ქალთა ეროვნული ფონდის ტასოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. სათემო ფონდის შექმნას წინ უძღოდა თემში ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება თვითდახმრების ჯგუფების სახით.


 ორგანიზაციის საქიანობის მიზნები:
სათემო განვითარება, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება ქალთა ლიდერობით; ქალთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში და მშვიდობის კულტურის დანერგვა საზოგადოებაში; დაუცველი სოციალური ჯგუფების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა; ქალთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება; ახალგაზრდების საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა; დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

სათემო ფონდის მისია და ხედვა

ფონდი ნეფას ხედვაა სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეკონომიკურად ძლიერი, ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი და უცხოეული სტუმრებისთვის მიმზიდველი მხარე, სადაც ქალი ყველა საქმიანობაში იქნება მამაკაცის თანასწორი, ექნება ბედნიერების განცდა და ჩართული იქნება რეგიონის განვითარებაში.

ფონდი ხელს უწყობს სათემო ფილანთროპიის კულტურის დამკვიდრებას; ქალების გაძლიერების და თემის მობილიზაციის გზით, თემის მონაწილეობას როგორც არსებული პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. როგორც საზღვრისპირა ტერიტორიაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ფონდი ნეფა ეხმარება იძულებულ გააადილებულ პირების სოციალურ ინტეგრაციას, სახალხო დიპლომატიაში ქალთა როლის გაძლიერებას.



სათემო ფონდის მთავარი აქტივობები 

  •  ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობა;
  •  თემის საჭიროებების ადვოკატირება;
  •  ახალგაზრდა მოხალისეების გააქტიურება;
  • დისკუსიებისა და კინოჩვენებების მოწყობა ქალთა და გოგონათა უფლებებზე;
  • გარემოს დაცვაისთვის ქალების გააქტიურება.

ფონდის თემატური საქმიანობები 

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა;
  • მიგრანტებთან და ლტოლვილებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • სოციალური მეწარმეობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • ორგანული ფერმერობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;