ქალთა ზეპირი ისტორიების, როგორც აკადემიური დისციპლინის შემდგომი განვითარება, ქალთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება და პუბლიკაციები ფონდი ტასოს ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა. ის 2011 წელს დაიწყო და გრძელვადიანი პროგრამაა.

2004 წელს დაარსდა გამოცემების სერია „ქალთა მეხსიერება“, 2013 წელს გამოიცა ამ სერიის მეათე წიგნი. სერიის გამოცემები მიმართულია ფართო მკითხველი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, ტოლერანტობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებზე. ავავე დროს, ქალთა ზეპირი ისტორიის მეთოდოლოგიის დაცვით დოკუმენტირებული გამოქვეყნებული ნარატივები, სოციალური მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვან და ჯერაც ნაკლებად გამოყენებულ რესურსს წარმოადგენს.

ფონდ ტასოს 2001 წლიდან თანმიმდევრული მუშაობით შეგროვებული ზეპირი ისტორიების არქივი აქვს: დოკუმენტირებული ტექსტები, ფოტოები, აუდიო და ვიდეო მასალა. ამათგან,მხოლოდ ნახევარია გამოქვეყნებული. აუცილებელია ქალთა ზეპირი ისტორიების, როგორც სოციალური მეცნიერებების დარგისა და საუნივერსიტეტო დისციპლინის განვითარება.


ფონდის სამუშაო მიმართულებები მოიცავს:

  • „ქალთა მეხსიერების სერიის ახალი წიგნების გამოცემას;
  • მეთოდოლოგიური სემნარებისა და საგრანტო ციკლის ჩატარებას ქალთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირებისათვის;
  • თანამშრომლობის გამყარება/დამყარება უმაღლეს სკოლებთან და სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებთან ქალთა ზეპირი ისტორიების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით; მათ შორის - მეთოდოლოგიური სემინარების ჩატარებას მომიჯნავე სპეციალობების მკვლევართათვის/სტუდენტთათვის;
  • დაინტერესებულ მკვლევართა/სტუდენტთა მომსახურეობას: ქალთა ზეპირი ისტორიების არქივი და ბიბლიოთეკა.

ფემინისტური ღირებულებებისს გავრცელება:

ფემინისტური ბიბლიოთეკა არის ფონდის მიერ 2007 წელს დაწყებული გრძელვადიანი პროგრამა. სერიის ფარგლებში გამოცემულია 4 წიგნი. ფემინისტური ბიბლიოთეკის სერიის გამოცემები, ფემინისტური ფასეულობების დასანერგად და ქალთა მოძრაობის საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში, გამიზნულია ფართო მკითხველისთვის.

 მეხსიერების ცენტრის ბიბლიოთეკას საფუძვლად უდევს ქალთა პროგრამის 2000 წლიდან ნაგროვები ბიბლიოთეკა (გადაეცა 2004 წელს), რომელიც ივსება ქალთა პროგრამის, სხვა ორგანიზაციების პუბლიკაციებით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა ქსელური პროგრამის წევრი  ქალთა პროგრამების/დამოუკიდებელი ორგანიზაციების გამოცემებით, საერთაშორისო სემინარებზე/სამუშაო შეხვედრებზე დარიგებული პუბლიკაციებით/მასალებით. დიდად მნიშვნელოვანი მასალა მოგვაწოდეს მოწვეულმა ლექტორებმა პროფესორებმა ანრდეა პეტომ (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი) და სელმა ლეიდესდორფმა (ამსტერდამის უნივერსიტეტი, ჰოლანდია). 


მკვლევართა მომსახურება: ისევე, როგორც 2004 წლამდე ქალთა პროგრამა, ქალთა მეხსიერების კვლევის ცენტრი ბიბლიოთეკის მოვალეობას ასრულებდა გენდერული/ქალთა კვლევებით, ქალთა უფლევევით, და სხვა, მომიჯნავე საკითხებით დაინტერესებული მკვლევრების, ჟურნალისტების, ქალთა ორგანიზაციების მიმართ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, სხვადასხვა დროს, მათ შორის ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამებისგან, რამდენიმე გენდერული სარესურსო ცენტრია დაფინანსებული,  ჩვენი მეხსიერების კვლევის ცენტრის არქივი და ბიბლიოთეკა მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და განახლებადი.  მოგეხსენებათ, რომ ქალთა პროგრამის შემადგენელი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროგრამაა გენდერი და განათლება (კოდი: 16 314). მეხსიერების კვლევის ცენტრის ბიბლიოთეკის და არქივის ძირითადი მომხმარებელი ამ პროგრამის სამივე მიმართულებაში ჩაბმული მკვლევრები და ტრენერები არიან. დამატებითი კომპიუტერის შესყიდვა, პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული, ძირითადად დაკავშირებულია ახალი სამიზნე ჯგუფის, სტუდენტების / ახალგაზრდა მკვლევრების მოზიდვასთან მეხსიერების კვლევის ცენტრში სამუშაოდ.