ვაკანსია - აქტივისტების შეხვედრის ფასილიტატორი

 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი



ფონდი ტასო და ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ქალთა/ფემინისტური მოძრაობის შეფასებას საქართველოში. იმის  დასადგენად, თუ რა ეტაპზეა დღეს ქალთა/ფემინისტური მოძრაობა საქართველოში ჩატარდა კვლევა  შესაძლებლობის შეფასების ინსტრუმენტის (Movement Capacity Assessment Tool) გამოყენებით.

 ფონდი ტასო და ქალთა ფონდი საქართველოში ვგეგმავთ  შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებას, სადაც  50-მდე აქტივისტთან ერთად მოხდება კვლევის შედეგებისა და მთავარი მიგნებების განხილვა, მოძრაობის წინაშე მდგომი გამოწვევების იდენტიფიცირება, განსაზღვრა და სამომავლო სტრატეგიის შემუშავება. 

 აღნიშნული ღონისძიებისთვის ფონდი ტასო და ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ღონისძიების  ფასილიტატორის ვაკანსიას აქტივისტების 3-დღიანი შეხვედრისათვის.



ძირითადი მოვალეობები:

** ქალთა/ფემინისტური მოძრაობის კვლევის  საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობა;

** კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქტივისტთა შეხვედრის დაგეგმვა;

** აქტივისტთა შეხვედრის ფასილიტაცია


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე nina.ugrekhelidze@gmail.com; salome@womenfundgeorgia.org  და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.