ქალთა/ფემინისტური მოძრაობის კვლევა

გაცნობებთ, რომ ფონდი ტასო და ქალთა ფონდი საქართველოში ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ქალთა/ფემინისტური მოძრაობის შეფასებას საქართველოში. აღნიშნული მოძრაობის შესაფასებლად ორგანიზაციები გამოიყენებენ მოძრაობის შესაძლებლობის შეფასების ინსტრუმენტს (Movement Capacity Assessment Tool)

მოძრაობის შესაძლებლობის შეფასების ინსტრუმენტი ფემინისტური მოძრაობების გასაძლიერებლად შეიქმნა ქალთა გლობალური ფონდის მიერ. ინსტრუმენტი ხელს უწყობს მოძრაობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთას და საჭიროებების გამოჩენას. ამ
საკითხებზე დისკუსია ხელს უწყობს სტრატეგიულ დაგეგმარებას მოძრაობის ზრდის, მდგრადობისა და გაძლიერებისათვის. ინსტრუმენტი მოძრაობის წევრებს (ინდივიდებს და ორგანიზაციებს) ეხმარება ინდივიდუალურ რეფლექსიაში და წარმოაჩენს აქტივისტების თვალით დანახულ მოძრაობის
მდგომარეობას დროის მოცემულ მომენტში.

კითხვარის საშუალებით მიღებულ ინდივიდუალურ რეფლექსიებს ქალთა გლობალური ფონდი თვლის, აანალიზებს და მოძრაობის წევრებს უზიარებს შეჯამებულ ტენდენციებს და შედეგებს. შედეგად, ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელი ხდება მოძრაობის ძლიერი მხარეების და გამოწვევების იდენტიფიცირება და დისკუსიის დაწყება გაძლიერებისათვის.

კვლევის დასრულებისა და ანალიზის შემდეგ, შედეგებს ფონდი ტასო და ქალთა ფონდი საქართველოში გაუზიარებენ მოძრაობის წევრებს აქტივისტების შეკრებაზე, რომელიც ივლისში გაიმართება. ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ მოძრაობის მდგომარეობაზე და დავგეგმავთ სტრატეგიას ზრდისა და მდგრადობისათვის.

*დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ლინკს:
https://www.globalfundforwomen.org/mcat

თუ დაინტერესებული ხართ კვლევაში მონაწილეობის მიღებით და კითხვარი ჯერ არ მიგიღიათ, გთხოვთ მოგვწეროთ

https://www.youtube.com/watch?v=rCMk_WCARjg