თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თვითმმართველობის ხარისხის ასამაღლებლად და გენდერულად პასუხისმგებელი ბიუჯეტირებისთვის


ეს სამუშაო მიმართულება წარმოიშვება და მზადდება სათემო მობილიზაციის პროცესში, როგორც თვითდახმარების ჯგუფთა თემის საკეთილდღეოდ მიმართული ერთ-ერთი საქმიანობა და, თანდათანობით, წარმატებით ვითარდება იმის შესაბამისად, თუ რამდენად შედეგიანი და თვალსაჩინოა მობილიზებულ ჯგუფთა/სათემო მობილიზაციის ლიდერთა საქმიანობა თემში.  

ასეთი განვითარების შემთხვევაში, შეძენილი ცოდნა-გამოცდილებით და თემის ნდობით გაძლიერებული ჯგუფები/ლიდერები თამამად შედიან დიალოგში ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირებთან, როგორც თემისგან უფლებამოსილი წარმომადგენლები, და საბოლოოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი პირნი.  

ასე ხორციელდება და უმჯობესდება თვითმმართველობა და, მათ შორის – ეროვნული კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.


სამუშაო მიმართულება მოიცავს:

•სწავლება (ტრენინგ-სემინარები და პერიოდული საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები) ჩამოყალიბებული თვითდახმარების ჯგუფებისთვის, მოსახლეობის დაინტერესებული წარმომადგენლებისა და თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირთათვის; თემები: ეროვნული კანონმდებლობა თვითმმართველობის შესახებ, მიღებული პროცედურები და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში;

•თვითდახმარების ჯგუფები ატარებენ მოკვლევას საგანგებოდ შედგენილი კითხვარის მიხედვით: თემის პროფილი;

•თვითდახმარების ჯგუფები ატარებენ მოსახლეობის გამოკითხვას/მოკვლევას სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ; დიალოგს მართავენ თემის რწმუნებულთან /თანამშრომლებთან და თემის დეპუტატთან, და მათთან ერთად ადგენენ სოფლის გადაუდებელი საჭიროებების სიას; სწავლობენ ამ საკითხებს და ემზადებიან უპირატესი მნიშვნელობის მქონე საკითხთა წარსადგენად ადგილობრივი, მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევითი და აღმასრულებელი შტოების პასუხისმგებელ პირთა კრების წინაშე;  

•მუნიციპალური თვითმმართველობის სივრცეში ტარდება `მრგვალი მაგიდა~; თემის წარმომადგენლები წარადგენენ მომზადებულ საკითხებს, თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირნი პასუხობენ და ვარაუდობენ საკითხთა გათვალისწინებას ადგილობრივ დაგეგმარებასა და ბიუჯეტირებაში; ხდება `მრგვალი მაგიდის~ ფორმატის შეხვედრის დოკუმენტირება/დაოქმება. ოქმი მიეწოდება, მათ შორის – ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირებს.  

•თვითდახმარების ჯგუფები მონიტორინგს უწევენ პასუხისმგებელ პირთაგან გაცემული `დაპირებების~ განხორციელების საქმეს;

•თვითდახმარების ჯგუფთა მიერ მოსახლეობის გამოკითხვით მოკვლეული საკითხები, როგორც თემის საჭიროებები, გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების მიღებისას საგრანტო კონკურსებში.  

13498116_803078429792876_2056349184056936294_o