კოდორი 2013

საკონტაქტო პირი: ელეონორა გურჩიანი
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: kodori@inbox.ru;
სათემო ფონდი კოდორი 2013 ფეისბუქზე

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 7 სოფელი, საქმიანობს ქალთა ხუთ და ახალგაზრდა მოხალისეთა ორ ჯგუფთან ერთად.

სათემო ფონდს კოდორი 2013 გაცემული აქვს 3 განტი, 3.400 ლარის ღირებულებით.



თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში, 2011 წელს ფონდის "ტასო" მხარდაჭერით დევნილი ქალებისგან შეიქმნა თვითდახმარების ჯგუფები, რომელთა მუშაობის შედეგად 2013 წელს (პროექტის "ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდის ტასო მხარდაჭერით) ჩამოყალიბდა სათემო ფონდი კოდორი 2013.

სათემო ფონდის მისია და ხედვა
სათემო ფონდი მიზნად ისახავს იმუშაოს იმისთვის, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან, ეკონომიურად ძლიერ, სოციალურად სამართლიან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ამისათვის, კოდორი 2013 ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, მუშაობს გენდერულ საკითხებს ეთნიკური კონფლიქტების პრევენციაზე, ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და თემთან საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დახმარებას უწევს დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალებს და გოგონებს, თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში. გავცემს გრანტებს, ახორციელებს პროექტებს თემის პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებით. ატარებს ღონისძიებებს გარემოს დაცვის და დასუფთავების მიზნით.

სათემო ფონდის მთავარი აქტივობები 
ტრენიგების და სემინარების, სხვადასხვა პროფესიული და სახელობო კურსები ორგანიზება ადგილობრივი მოსახლეობისთვის; მოსახლეობის აზრის და საჭიროებათა მოკლვევა;სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრები და მოსახლეობის საჭიროების ადვოკატირება; დასუფთავების აქციები; კონსულტაცია და ინდივიდუალური დახმარება საჭიროების მიხედვით.


ფონდის თემატური საქმიანობები 

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა ადამიანის უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;