კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი

საკონტაქტო პირი: მარიამ თედლიაშვილი;
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: karaleti_kwsc@yahoo.com 
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ფეისბუქზე 

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია შიდა ქართლის რეგიონი. ფონდი საქმიანობით ფარავს შიდა ქართლის 6 თემის 10 სოფელს, სადაც ქალთა 9 ჯგუფთან და ახალგაზრდა მოხალისეთა ერთ ჯგუფთან ერთამ მუშაობს. სათემო ფონდთან ასოცირებულია 30 ინდივიდუალური მოხალისე

სათემო ფილანტროპიის პროგრამის ფარგლებში სათემო ფონდმა გასცა 9 გრანტი, ჯამში 9.030 ლარის ღირებულებით.

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი არის ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი , რაც ორგანიზაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იურიდიული და სხვა სახის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. მუშაობენ პოლიციასთან, სოფლის ექიმებთან, ქალებთან ,გოგონებთან, სოფლის და რეგიონის სკოლის პედაგოგებთან, მამაკაცებთან ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის თუ ქალთა უფლებების კანონმდებლობის გაცნობა/იმპლემენტაციისთვის.

 2013 წლიდან ორგანიზაცია გარდაიქმნა სათემო ფონდად რამაც კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრს მისცა შესაძლებლობა, რომ თემში და მის გარეთ მიმდებარე თემებში გაეძლიერებინა ქალთა ინიციატივები და გაზარდა მოტივაცია ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის.



სათემო ფონდის ღირებულებებია დემოკრატია,რეალიზებული ქალი,ღიაობა, არა დისკრიმინაციას.

 მისია: სოციალური მობილიზაციის და ქალთა უფლებების დაცვის გზით ხელ შევუწყონ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც ძალადობა ოჯახში დანაშაულთან და სირცხვილთან ასოცირდება

 ხედვა: თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის, განვითარებულ,დემოკრატიულ საზოგადოებაში სადაც ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა.

სტრატეგიული მიმართულებები:

  • ქალთა უფლებების დაცვა ,ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე,კანონის პოპულარიზაცია ოჯახში ძალადობაზე.
  • ახალგაზრდული ჯგუფების გაქტიურება,მათი ინიციატივების მხარდაჭერა,უნარების გაძლიერება, მოტივირება.

ფონდის თემატური საქმიანობები

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ძალადობა ოჯახში;
  • რეპროდუქციული უფლება და ჯანმრთელობა;
  • დევნილებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა უფლებები;
  • ფემინიზმი;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;