პროექტი " ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" დაიწყო




                                          


2018 წლის 1 მაისიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთა    სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), საქართველოს სახალხო დამცველი და ფონდი ტასო, ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით ახორციელებს 20 თვიან პროექტს

             ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

              “A Joint Action for Women’s Economic Empowerment” (JAWE)

ფონდი ტასოს მიზნები პროექტში:

  • სოციალური მობილიზაცია მოწყვლად ქალთათვის ღირსეული სამუშაოსა და მდგრადი საარსებო წყაროს ხელმისაწმვდომობისთვის;
  • ქალთა ინფორმირება პროფესიული განათლების, დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბის, საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამებისა დაშესაძლებლობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ფონდი ტასო განახორციელებს შემდეგს:

  • სამიზნე თემთა შერჩევა სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად: პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები; თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება; სათემო მუშაკების შერჩევა და დასაქმება პროექტში;
  • პროექტის საგანმანათლებლო პროგრამა, თემები: ქალთა ადამიანის უფლებები და ძალადობა ოჯახში; რეპროდუქციული ჯანმრთელობა; მცირე პროდუქტზე დაფუძნებული ბიზნესის მართვა; სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, განხორციელების ადგილობრივი პრაქტიკა და აუცილებელი საზოგადოებრივი მონიტორინგი; კრეატიული ფანდრაიზინგი; მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, სხვა.
  • უნარების განვითარების პროგრამა: კომპიუტერიული პროგრამები; სამდივნო საქმე; სამსახურის ძებნა, სხვა;
  • საგრანტო პროგრამა: მოწყვლად ქალთა/ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული სოციალური მობილაზიციისათვის; მოწყვლად ქალთა წარმატებული მონაწილეობის/ტვის სხვა დონორთა გრანტგამცემ პროგრამებში (საკუთარი წვლილის შესამცირებლად); მცირე საგრანტო მხარდაჭერა პროფესიული განათლების მაძებართ.
  • პროექტის მიზნებთან ( ქალთა პროფესიული განათლება, დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება) დაკავშირებული ინფორმაციის მოკრება, გაზიარება და კავშირების უზრუნველყოფა თანამშრომლობით პროფესიულ სასწავლებლებთან, დასაქქმების პროგრამებთან, სასწავლო სტიპენდიების დონორებთან; აგრეთვე - ქალთა მიერ მართულ ბიზნესებთან პროფესიული პრაქტიკის მისაღებად და დასასაქმებლად.   


მაისში პროექტის სამიზნე რეგიონებში სამი საპრეზენტაციო ძეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის პროექტის გაცნობას ისახავდა მიზნად. ამ ეტაპზე შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდში, ანაკლიაში, ფოთსა და გურიაში (სოფელ დვაბზუში). ივნისში საინფორმაციო შეხვედრებს გავმართავთ ზესტაფონში, ონსა და ამბროლაურში.

პროექტის განხორციელების მიმდინარეობის, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვყევით ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და თვითერზე.