ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის რეგიონებში 20 თვითდახმარების ჯგუფი შეიქმნა



2018 წლის მაისში ფონდმა ტასომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტთან (სიდა) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან ერთად დაიწყო 20 თვიანი პროექტი, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტს ჰქვია „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ და მდგრადი განვითარების მე-5 (გენდერული თანასწორობა) და მე-17 (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად) მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას.

პროექტის სამიზნე რეგიონებია სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია

პროექტში ფონდი ტასო მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრებ მოწყვლად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას და დასაქმების დონის ზრდას.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად ფონდი ტასო განახორციელებს შემდეგს:

საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის
- ქალთა უფლებები და ძალადობა ოჯახში;
- რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
- მცირე პროდუქტზე დაფუძნებული ბიზნესის მართვა;
- სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და სხვა.

უნარების განვითარების პროგრამა, მათ შორის
- კომპიუტერიული პროგრამები;
- სამდივნო საქმე;
- საგანმანათლებლო სემინარები დამწყები ფერმერებისა და მეწარმეებისთვის და სხვა.

*საგანმანათლებლო და უნარების განვითარების პროგრამები მორგებული იქნება ჯგუფების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე

საგრანტო პროგრამა: 
- სასწავლო სტიპენდიები პროფესიული განათლების მისაღებად;
- ინოვაციური იდეებისა და სოციალური საწარმოების მხარდაჭერა;
- თანადაფინანსება საგრანტო პროგრამებში;

ფონდი ტასო უზრუნველყოფს ქალთა ინფორმირების, ჩართულობისა და მონაწილეობის ზრდას პროფესიული განათლების, საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამებში.



ივნისსა და ივლისში შვარცკოფის, ფონდი ტასოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 16მა ქალმა გაიარა შვარცკოფის თმის მოვლის სასწავლო კურსი. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა თმის შეჭრის, მოვლისა და შეღებვის შესახებ. კურსი 30 გაკვეთილისგან შედგებოდა, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხოლო 6 საუკეთესო მოსწავლეს შვარცკოფისგან საჩუქრად გადაეცა ხელსაწყოები. 





პროექტის მიზნების განხორციელებისთვის ფონდი ტასო მუშაობს სოციალური მობილიზაციის მეთოდით, რომლის ფარგლებშიც შედგა შეხვედრების ორი ციკლი ადგილობრივი თემის წარმომადგენელ ქალებთან.

ივლისსა და აგვისტოში 30 შეხვედრა გაიმართა სამეგრელოს, რაჭის, იმერეთისა და გურიის სოფლებში, შეხვედრებს დაესწრო 401 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.


სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად:
- ფონდი ტასო ატარებს პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრებს სამიზნე რეგიონებში;
- ხელს უწყობს თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბებას, განვითარებას და სათემო მუშაკების შერჩევას თემში;
- უზრუნველყოფს ჯგუფებზე ინდივიდუალური საგამნამათლებლო პროგრამის მორგებას.


შეხვედრების შედეგად ამ ეტაპზე 12 სათემო მუშაკი შეირჩა, რომლებიც იმუშავებენ შემდეგ სოფლებში:

📍სამეგრელო (სენაკი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
-ზემო ფოცხო, ქვემო ფოცხო და უშაფათი;
-ანაკლია, კიროვი;
-კახათი, დიდი ნეძი და დარჩელი

📍იმერეთი (ზესტაფონი)
- დაბა შორაპანი;
- საღვინე

📍რაჭა (ონი და ამბროლაური)
- ღარი;
- სადმელი
- წესი
- ძირაგეული

📍გურია (ოზურგეთი და ლანჩხუთი)
- ლაითური;
- დვაბზუ;
- გაღმა დვაბზუ;
- ნასაკირალი;
- მელიქედური;
- ლანჩხუთი

*თვითდახმარების ჯგუფები პროექტის სხვადასხვა ეტაპზე შეიცვლება.


სამუშაო პროცესის, მიმდინარე და მომავალი საგრანტო და საგანმანათლებლო შესაძლებლობის და სხვა მრავალი საინტერესო ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ ფონდი ტასოს ფეისბუქის გვერდზე