შეხვედრები გურიის თვითდახმარების ჯგუფებთან და თემის წარმომადგენლებთან

7 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მოქმედ და ახალ თვითდახმარების ჯგუფების წევრებისთვის და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სოფლებიდან მამათი, ახალსოფელი, დვაბზუ, ლაითური, ლანჩხუთი. 



ფოთის პროფესიული სასწავლებლის „ფაზისის“ წარმომადგენლებმა ქეთევან გუგუშვილმა და ნათია ნარსიამ ისაუბრეს პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე, ფოთის პორტში მომუშავე APM Terminals-ის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია პორტის მუშაობის სპეციფიკაზე, სტაჟირების პროგრამისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.



📍 7-8 მარტს , ფონდმა ტასომ სოფლებში მამათში, ახალსოფელსა და ლანჩხუთში ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფებთან ჩაატარა 2019 წლის პირველი მონიტორინგისა და სწავლების შეხვედრები . 
📍 ქალთა საჭიროებებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობთან ერთად ვისაუბრეთ 8 მარტზე, ქალთა უფლებებისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.


აღნიშნული აქტივობები მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2 წლიანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით" ფარგლებში