1-2 თებერვალს სათემო მუშაკებთან წლის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

1-2 თებერვალს ფონდი ტასოს ოფისში გაიმართა  საკოორდინაციო შეხვედრა სათემო მუშაკებთან გურიიდნ, სამეგრელოდან, რაჭიდან და იმერეთიდან.

შეხვედრის მიზნები იყო:
2018 წელს განხორციელებულ აქტივობებისა და შედეგების შეჯამება; ანგარიშგება რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე სათემო მუშაკებისგან;
რეფლექსია გასულ წელს გაცემული გრანტებისა და სტიპენდიების გავლენაზე ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე;
პროექტში მიმდინარე (და სხვა) დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზიარება;
2019 წლის საქმიანობების დაგეგვა

სათემო მუშაკემა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა და ფონდი ტასოს თანამსრომლებმა იმსჯელეს სამიზნე რეგიონებში არსებული თვითდახმარების ჯგუფების მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე და დაგეგმეს მიმდინარე წლის სამუშაო პროცესი.

დისკუსია შეეხო თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობას, ჯგუფის დინამიკას, ფონდი ტასოს მიერ გაცემული გრანტებისა და სასწავლო სტიპენდიების გავლენას პროექტში ჩართულ ქალებზე. ასევე იმ სასწავლო საჭიროებებს, სტრატეგიებს და პარტნიორობებს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


აღნიშნული აქტივობა მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2 წლიანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით" ფარგლებში.