თამარ საბედაშვილი - გენდერი და დემოკრატიზაცია / Tamar Sabedashvili - Gender and Democratization


   


თამარ საბედაშვილი - გენდერი და დემოკრატიზაცია.pdf
Tamar Sabedashvili - Gender and Democratization.pdf


წინასიტყვაობა

რა როლი შეასრულეს ქალებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში?
რომელი ფორმალური და სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში; როგორ და ვის მიერ იქნა ისინი პრაქტიკაში რეალიზებული?
რა როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის?
რომელი ფაქტორები აფერხებს და რომელი უწყობს ხელს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანასწორი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრების პროცესს?
როგორი სახის ზემოქმედება, პოზიტიური თუ ნეგატიური, შეიძლება მოახდინონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ფონდებმა ამ პროცესში?


ნაშრომი `გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006~ წარმოადგენს მცდელობას, რომ პასუხი გაეცეს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს.
ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა და ბერლინის სათავო ოფისებმა თამარ საბედაშვილს ანალიტიკური კვლევა შეუკვეთეს იმ მიზნით, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიზაციის პროცესის მიმართების და ამ სფეროში არსებული სირთულეების სურათი მიეღოთ. ამ სირთულეების დაძლევა ხომ აუცილებელია ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.
ჩვენი აზრით, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო ინიციატივა აღმოჩნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის დემოკრატიის მშენებლობის საქმეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გენდერული დემოკრატიის განვითარება ფონდის მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ეს ქალის სოციალურ ემანსიპაციას და კაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობას ნიშნავს. გენდერული დემოკრატია კომპლექსური ამოცანაა და ჩვენი ფონდის ყველა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს გენდერული დემოკრატიის მზა რეცეპტი; ეს კონცეფციაცაა და მუშაობის პროცესიც _ მუშაობის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ორგანიზაციისა და მთელი საზოგადოების წინსვლას განვითარებისკენ. გენდერული დემოკრატიის კონცეფციები მუდმივ გადასინჯვასა და განახლებას მოითხოვს კონკრეტული სოციალური და  კულტურული გარემოსადმი პატივისცემის დაცვით.
ამ ნაშრომში წარმოდგენილი საქართველოს სიტუაციური ანალიზის პრეზენტაცია შედგა 2007 წლის 2-10 მარტს ფონდის საერთაშორისო კონფერენციაზე, პაკისტანის ქალაქ ლაჰორში. ნაშრომმა მოახდინა იმის ილუსტრირება, თუ რა დიდი შესაძლებლობები აქვს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ზუსტ და თანმიმდევრულ ინტეგრირებას დემოკრატიის მშენებლობის საქმეში. ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის კონკრეტული საქმიანობას რაც შეეხება, სიტუაციური ანალიზი დაგვეხმარა ხელახლა შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა და გადაგვესინჯა დადგენილი პრიორიტეტები გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიის მშენებლობის სფეროებში, რამაც თავისთავად მომავალი პროგრამების დახვეწის საშუალება მოგვცა.
ქ-ნ საბედაშვილი გენდერული და დემოკრატიული განვითარების პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის სრულყოფილ და კრიტიკულ  სურათს გვაძლევს. გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნები თუ მასში გაკეთებული განცხადებები გვაიძულებს დავფიქრდეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც უნდა დავძლიოთ, კერძოდ:
საქართველოში შექმნილია დე იურე საფუძველი გენდერული თანასწორობისთვის, მაგრამ მისი პრაქტიკაში ამოქმედების და განხორციელების სურვილი ნაკლებად იგრძნობა. ამაზე მიუთითებს როგორც ვარდების რევოლუციამდელი, ისე რევოლუციის შემდეგდროინდელი ხელისუფლების საქმიანობა.  
პოლიტიკური ნების ნაკლებობა, ტრადიციული წარმოდგენები სქესთა როლებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე გენდერული თანასწორობის საკითხებზე ამგვარი თანასწორობის დამკვიდრების გზაზე აღმართული დაბრკოლებებია.
ამჟამად პოლიტიკურ არენაზე ეფექტურად არ არის წარმოდგენილი მთელი საზოგადოება. საზოგადოდ სუსტი პოლიტიკური წარმომადგენლობის ფონზე კი ხალხს გენდერული თანასწორობა არსებით პრობლემად არ მიაჩნია.
ქალთა უფლებებისა და მათთვის უფლებამოსილების მინიჭების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი პროგრამების ზუსტად დაგეგმვასა და მუშაობის კოორდინირებას ხშირად ვერ ახერხებენ, რასაც მივყავართ საქმიანობის დუბლირებისკენ და ქალთა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი კონკურენციისკენ.

მართალია, ნაშრომი თავდაპირველად ფონდის შიდა მოხმარებისთვის შეიქმნა, მაგრამ ჩანს, რომ ის საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის სხვა მონაწილეებსაც გამოადგებათ. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია, როგორც საჭიროებების შეფასების დოკუმენტი ახალი პროგრამებისა თუ საქმიანობების დაგეგმვის ეტაპზე.  ამას გარდა, ნაშრომი საინტერესო საკითხავია ყველასთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ადევნებს თვალს.


ველით თქვენს გამოხმაურებას.

მირა ზოვაკარი
პროექტის მენეჯერი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი  



Preface 

What role have women played in Georgia’s transition to democracy? 

What is the formal and legal framework for gender equality in Georgia; how and by whom has it been put into practice? 

What role does civil society play in democracy building and the advancement of gender democracy? 

What factors support and hinder the process of establishing equal rights and opportunities for women and men? 

What impact – positive or negative – can international organizations and foundations make in this process? 

“Gender and Democratization: the Case of Georgia 1991-2006” examines these questions.

The South Caucasus Regional Office of the Heinrich Böll Foundation (hbf), together with its Head Office in Berlin, commissioned Tamar Sabedashvili to draw up this analytical survey in order to obtain a picture of the status of gender democracy in Georgia and of the specific challenges that need to be addressed in order to further support democratization processes in the country.

In addition, we believe that the methodology, build-up and applicability of this situation analysis can serve as a useful tool in the context of hbf's worldwide democracy-building work.

Gender democracy is one of hbf’s main tenets. It means social emancipation and equal rights for women and men. Within the Foundation, gender democracy is a cross-cutting task, i.e. it is an integral part of all our activities. There is no such thing as a textbook for promoting gender democracy - instead it is a work-in-progress aimed at improving our organization as well as society as a whole. Concepts for gender democracy have to be reworked and relived again and again, always with deference to the concrete social and cultural environment.

The case study of Georgia was presented at hbf’s International Conference for all worldwide offices in Lahore, Pakistan on 2-10 March 2007. There, it served as an example of how to reveal the potentials and challenges of consistent and precise integration of gender-sensitive approaches into democracy-building activities.

As far as our concrete work in the South Caucasus office is concerned, the situation analysis has helped us reassess and reflect upon our previous activities and priorities in the fields of gender equality and democracy-building and, consequently, given us recommendations for the further development of our programmes.

Ms Sabedashvili gives a concise and critical overview of the current situation in Georgia with regard to gender and democratization processes. Many of the findings and statements presented in the survey offer valuable food for thought and present challenges that must be tackled:

􀂃The de jure basis for gender equality has been laid in Georgia, but a considerable lack of de facto implementation and enforcement exists. The performance of both pre- and post-rose revolution governments has been indicative of this.

􀂃The lack of political will, traditional perceptions about gender roles and stereotypes, and a low level of public awareness constitute the principal barriers to the substantive establishment of gender equality.

􀂃At present, the society as a whole is not represented effectively on the political arena. In an environment of generally weak political representation, people consider gender equality issues irrelevant.

􀂃International actors working in the field of women’s rights and empowerment often fail to carefully plan and coordinate their programmes, which leads to duplication of work and unhealthy competition among local women’s NGOs.

Although the study was initially commissioned for hbf internal use, it can also prove useful to other actors involved in democracy-building in Georgia. It can be particularly helpful as a needs assessment document in the planning phase of new programmes and activities. In addition, it makes an absorbing read for anyone interested in democratic processes in Georgia.

We look forward to receiving your feedback.

Mira Sovakar

Project Manager

Heinrich Böll Foundation

 South Caucasus Regional Office