პროექტი "სათემო განვითარება ეთნიკური უმცირესობების სოფლებში"

პროექტის "სათემო განვითარება ეთნიკური უმცირესობების სოფლებში" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამიასა და მოლაოღლში სათემო სარესურსო ცენტრები გაიხსნა.


მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ დამიაში, ლუსინე მანუჩარიანის ლიდერობით, 2014 წლიდან მოქმედებს სოციალური მობილიზაციის პროცესში ჩამოყალიბებული(გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში)მოხალისე აქტივისტთა 2 ჯგუფი.აქტივისტთა მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. მათ მოხალისეობრივი ძალისხმევით, ფონდის ტასო და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მრავალი მთელი თემისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა, მათ შორის - სოფლის კლუბის აღდგენა და საბავშვო ბაღისდააარსება-ამუშავება დამიაში.



პროექტის  "სათემო განვითარება ეთნიკური უმცირესობების სოფლებში" შესახებ ინფორმაციას, მიზნებს და ამოცანებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: პროექტი სათემო განვითარება ეთნიკური უმცირესობების სოფლებში.pdf





2017 წელს ჯგუფს კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ქალი შემოუერთდა. ახალ პროექტში, რომელიც ფონდმა ტასო ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ მხარდაჭერით ოქტომბერში დაიწყო, ჯგუფი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი დამიაში სათემო სარესურსო ცენტრის დაარსება და ამუშავებაა, ხოლო საქმიანობები:

  • 2-ოთახიანი სათავსოს გარემონტება და სათემო ცენტრის მოწყობა (ჯგუფის წევრთა მეუღლეების დახმარებით);
  • კომპიუტერული პროგრამების სასწავლო კურსი (ჯემა კირაკოსიანი და მარგარიტა მისკარიანი);
  • მოსახლეობის მომსახურეობა აღჭურვილი ოფისის საშუალებებით და ინტერნეტით (მთელი ჯგუფი და სხვა მოხალისეებიც, მორიგეობით, მათ შორის - დოკუმენტების თარგმნა ქართულ ენაზე: ჯემა კირაკოსიანი და მარგარიტა მისკარიანი);
  • საბიბლიოთეკო საქმე (ოფელია მისკარიანი);
  • ხელსაქმის სასწავლო კურსი გოგონებს და ბიჭებს (როზა სარქისიანი);
  • ქართული ენის გაკვეთილები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (ლუსინე ოსიპოვა და გენია სარქისიანი).

ამავე პროექტის ფარგლებში ჯგუფი, და მისი ლიდერი, ლუსინე მანუჩარიანი მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ფონდის ტასო მუშაობას ეთნიკური სომხებით დასახლებულ კიდევ ორ თემში.


მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფელ მოლაოღლიში, 2015 წლიდან მოქმედებს სოციალური მობილიზაციის პროცესში ჩამოყალიბებული(გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში)„მოლაოღლის განვითარების ჯგუფი“.ჯგუფის მოხალისეობრივი ძალისხმევით და ფონდის ტასო მხარდაჭერით, ჯგუფმა, სოფლის საჯარო სკოლის სივრცეში შექმნა და აამუშავა სათემო სარესურსო ცენტრი, რომელიც ძირითადად უფროსკლასელების განათლებასა და განვითარებას ემსახურებოდა. ჯგუფს, პროექტის დასრულების შემდეგაც (2015 წლის ბოლო) არ შეუწყვეტია მუშაობა და თვალსაჩინო შედეგსაც მიაღწია: პროექტის მონაწილეთა უმეტესობამ საქართველოს უნივერსიტეტებში გააგრძელა სწავლა. ამ საქმეში დიდია მოლაოღლის განვითარების ჯგუფის სამი ახალგაზრდა წევრის მოხალისეობრივი ღვაწლი: არიზ დაშდამიროვი, ნუცა დემეტრაშვილი (ქართულის მასწავლებელი მოლაოღლის საჯარო სკოლაში) და ქიამრან ეფენდიევი.


ახალ პროექტში, რომელიც ფონდმა ტასო ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ მხარდაჭერით ოქტომბერში დაიწყო, ჯგუფი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სათემო სარესურსო ცენტრის საქმიანობის გაგრძელება და განვითარება, ხოლო საქმიანობები:

  • სათემო სარესურსო ცენტრის აღჭურვილობისა და ბიბლიოთეკის შევსება (შირინ გუსეინოვა, პროექტის დირექტორი);
  • პროექტის პრეზენტაცია და სხვა შეხვედრები თემის წარმომადგენლებთან, სარესურსო ადამიანებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან (ჯგუფი & ალი ჯალილოვი).
  • კომპიუტერული პროგრამების კურსი (ქიამრან ეფენდიევი);
  • მოსახლეობის მომსახურეობა: კომპიუტერული ტექნიკით, ასლგადაღებით და ინტერნეტით/სკაიპით (ჯგუფის წევრები და მოხალისე ახალგაზრდები);
  • სოფლის ისტორია: ნარატივები და ფოტოები საოჯახო ალბომებიდან, გამოფენა (გიულუნასიბოვა და ახალგაზრდა მოხალისეები);
  • პოეზიის/ლიტერატურული საღამოები, სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება-განხილვები (ქიამრან ეფენდიევი, ნუცა დემეტრაშვილი, არიზ დაშდამიროვი და პროექტის მონაწილე ახალგაზრდული ჯგუფი);
  • საბიბლიოთეკო საქმე (მორიგეობით);
  • დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან: სოფლის პრობლემები და მონაწილეობა მუნიციპალურ პროგრამაში „სამოქალაქო ბიუჯეტი“ (ალი ჯალილოვი);
  • სპექტაქლების მომზადება და ჩატარება აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე (ნუცა დემეტრაშვილი, შირინ გუსეინოვა და ახალგაზრდული ჯგუფი).

 ამავე პროექტის ფარგლებში ჯგუფი, და პროექტის დირექტორი, შირინ გუსეინოვა,მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ფონდის ტასო მუშაობას ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ კიდე