სამოქალაქო ინიციატივა

საკონტაქტო პირი: ნანა ბაგალიშვილი
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: civicinit@gmail.com;
სამოქალაქო ინიციატივა ფეისბუქზე და ინსტაგრამზე; ვებ-გვერდი www.codnebi.ge  

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. სამოქალაქო ინიციატივის საქმიანბით დაფარულია 5 სოფელი, სათემო ფონდთან ასოცირებულია მოხალისეების ორი და ქალთა სამი ჯგუფი. ჯამში სამოქალაქო ინიციატივასთან ასოცირებულია 200მდე ინდივიდუალური მოხალისე.

სამოქალაქო ინიციატივას გაცემული აქვს 4 გრანტი, ჯამში 4,800 ლარის ოდენობით.



სამოქალაქო ინიციატივა შექმნეს წნორელმა სტუდენტებმა 2012 წელს.

ორგანიზაცისსთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია
1. „წნორის კულტურის სახლის ადვოკატირების კამპანია“. ადვოკატირების კამპანია დაიწყო სხვადასხვა სახის აქტივობებით, კერძოდ: ყოველ წელს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ორგაიზაცია მართავდა „ქიზიყურ ფესტივალებს“, რომლის სლოგანიც იყო _ წნორს სჭირდება კულტურის სახლი. ფესტივალის განმავლობაში გამოფენები და პერფორანსები ეწყობოდა აუთვისებელ წნორის კულტურის სახლის ეზოში. ხოლო, ჩამობნელებულ და დაზიანებულ კულტურის სახლის სცენაზე იმართებოდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. აგრეთვე, ორგანიზაცია სოციალურ მედიასა თუ წამყვან ტელევიზიებში მუდმივად საუბრობდა კულტურის სახლის რეაბილიტაციის საჭიროებაზე; ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საჯარო შეხვედრებს მართავდა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საუბრობდა კულტურული ცენტრის არარსებობის პრობლემებზე. საბოლოოდ, 2016 წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო წნორის კულტურის სახლის აღდგენის გადაწყვეტილება.

2. ორგანიზაციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად, 2015 წელს განახორციელა პროექტი: „ადგილობრივი მთავრობა და ბიზნესი ერთად სოციალური გამოწვევებისთვის”, სადაც სამოქალაქო ინიციატივა ასრულებდა მედიატორის როლს თვითმმართველობასა და ბიზნესს შორის. ერთის მხრივ ბიზნესი იღებდა პაუხისმგებლობას მუნიციპალიტეტში სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე, მეორეს მხრივ მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას გარკვეული შეღავათები გაეკეთებინა ბიზნესისთვის. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით: 1. სოფელ ერისიმედში გაკეთდა ბიბლიოთეკა; 2. წნორის სკვერში რეაბილიტირება ჩაუტარდა და გაკეთდა სათამაშო მოედანი; 3. შერემონტდა საზოგადოებრივი ტუალეტი; 4. მუნიციპალიტეტმა აღადგინა ბოხორის წყაროს წყალი.

3. ცოდნის კაფე - სოციალური საწარმო წნორიში. ცოდნის კაფე აერთიანებს - წიგნის მაღაზიას, მულტიმედია ბიბლიოთეკას, კაფესა და არაფორმალური განათლების ცენტრს ახალგაზრდებისთვისა და ზრდასრულებისთვის.



სათემო ფონდის მისია და ხედვა

სამოქალაქო ინიციატივის ძირითადი მისიაა - რეგიონებში სამოქალაქო თვითშეგნებისა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივ საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობით. ორგანიზაციის ხედვა: კახეთის რეგიონი განვითარებული შესაძლებლობებით, მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისებით, აქტიური ახალგაზრდებითა და ძლიერი თვითმმართველობით.

ფონდის თემატური საქმიანობებია:

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • განათლება და უნარები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ქალთა უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • სოციალური მეწარმეობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა.