სასწავლო კურსები ბიზნესის მართვის შესახებ

28 თებერვალს თბილისში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სასწავლო კურსი „როგორ ვმართოთ ბიზნესი“. სასწავლო კურსს გაივლიან ახალბედა ქალი სტარტაპერები და მეწარმეები ზესტაფონის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან. კურსი მორგებულია დამწყები და მცირე მეწარმეების საჭიროებებზე და მოიცავს ყველა საკითხს, რაც აუცილებელია საქმიანობის დაწყების, წარმოებისა და წარმატებისთვის.

ხოლო ანაკლიის სასწავლო ცენტრში ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების და საინვესტიციო წინადადების მომზადების კურსები დაიწყო. 

კურსის მიზანია, დაეხმაროს მსმემენელებს ბიზნესიდეის ჩამოყალიბებაში, მომავალი საქმიანობის გეგმის დასახვასა და საინვესტიციო წინადადების დამუშავებაში, რაც მათ დაფინანსების მოპოვებასა და ინვესტორის მოძიებას შეუწყობს ხელს.

სამიზნე აუდიტორია: საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დაწყების მსურველი ქალბატონები და სტარტაპერები, რომელთაც აქვთ იდეა და სურთ მისი განვითარება.


სასწავლო კურსი მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2 წლიანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით" ფარგლებში.