სათემო ფონდი ბალიანი

საკონტაქტო პირები: ია გოგოლაძე; ქეთევან გურული.
ფონდის საკონტაქტო მეილი: Fondibaliani.balianifoundation@gmail.com
სათემო ფონდი ბალიანი ფეისბუქზე



სათემო ფონდი “ბალიანი” საქმიანობს ბალღოჯიანის თემში ყვარლის მუნიციპალიტეტში, ფონდთან ასოცირებულია ქალთა ორი და ახალგაზრდა მოხალისეთა ერთი ჯგუფი, ბალღოჯიანის თემის ორი ათეული ინდივიდის ჩართულობით. ბალიანის სათემო ფონდი 2016- წელს დარეგისტრირდა და ამ ეტაპზე გრანტგამცემი საქმიანობა არ აქვს.

ბალიანის სათემო ფონდი ატარებს სოციალურ კამპანიებს ადამიანის უფლებების შესახებ და ზრდის მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველიბის პროცესში. სათემო  ფონდს აქვს სარესურსო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგების, სემინარების, სალექციო კურების ჩატარებას და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლი პროგრამების განხორციელებას თემის მოსახლეობისათვის.

 ფონდი მიზნად ისახავს სასოფლო და სათემო განვითარებას; ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას; ბავშვთა უფლებების დაცვას. თანამშრომლობს ქალთა უფლებების და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან (ფონტი ტასო, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, სათემო ფონდი ლელი).


ფონდის თემატური საქმიანობები

  •  ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • ოჯახში ძალადობა;
  • რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა;
  • სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარების განვითარება;
  • ქალთა ადამიანის უფლებები;
  • სოციალური კამპანიები;
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანტროპიული საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა.