ihpssPKoX_Radio Liberty.Prague.Georgian Delegation

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ ქალთა პროგრამას 1998 წლიდან ახორციელებდა. 2006 წლის ბოლომდე პროგრამა ფონდის შიგნით ფუნქციონირებდა. 2007 წლის დასაწყისში კი დამოუკიდებელ ქალთა ფონდად გარდაიქმნა და „ფონდის ტასო“ სახელით გააგრძელა მუშაობა.

მნიშვნელოვანია, რომ „ფონდის ტასო“  დაბადებით მოხდა ღია საზოგადოების ფონდის სიკეთის გამრავლება იმ თვალსაზრისით, რომ  ტასომ გააგრძელა ქალთა პროგრამის მისია და ხელი შეუწყო მრავალი ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საქმიანობას, ძირითადად – ქვეყნის რეგიონებში.  

ფონდი ღია საზოგადოების გენდერული პროგრამიდან ფონდ ტასოდ ტრანზიციის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცისათვის მიყევით შემდეგ ბმულს: ისტორიული ბექგრაუნდი.pdf

ფონდის მიზნები

  • ქალთა მოძრაობის გაძლიერება, ქალთა ჯგუფებისა და აქტივისტების მხარდაჭერა მათ საქმიანობაში სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის;
  • ქალთა უფლებების დაცვა და თანასწორობის ხელშეწყობა;

  •  სოფლად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტებით საზარალებულ ქალთა, ეთნიკური უმცირესობების, იზოლირებული და პასიური ჯგუფების წარმომადგენელ ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა დემოკრატიზაციის პროცესში;

  • სასოფლო თემთა სოციალური განვითარება ქალთა და გოგონათა ლიდერობისა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით დემოკრატიული ჩართულობისთვის; ადგლობრივი თვითმმართველობბის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერება;
  • ფილანტროპიის კულტურისა და პლიტიკის დანერგვა სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და დემოკრატიურლი განვითარებისათვის.


kq4kt3Mv_D_Conference of Community Foundations

ფონდის საქმიანობები

მიზნების მისაღწევად ფონდი ეწევა შემდეგი სახის საქმიანობებს:

  • გრანტგამცემი საქმიანობა;
  • მიზნობრივი ჯგუფების განათლება, განვითარება და დაქსელება;
  • სათემო მობილიზაცია და ქალთა და გოგონათა ლიდერობა დემოკრატიული ჩართულობისთვის და თვითმმართველობის განსახორციელებლად თემებში;
  • ქალთა უფლებების, მშვიდობისა და სამართლიანობის, ბუნებისდაცვითი საზოგადოებრივი მოძრაობების წახალისება და ხელშეწყობა;
  • საკანონმდებლო ინიციატივები სსამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად;
  • საგამომცემლო საქმე;
  • სათემო ფილანტროპიის განვითარება საქართველოში;
  • დოკუმენტური ფილმების წარმოება და გავრცელება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ქსელების საქმიანობაში.

მიზნების მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან და ინდივიდებთან:

მოსახლეობის ჯგუფები/ინდივიდები/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

  • იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტებით დაზარალებული ქალები/თემები;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები/თემები;
  • სოფლად მცხოვრები ქალები; სოფლად მცხოვრებ ქალთა არარეგისტრირებული სამუშაო ჯგუფები; სოფლად მცხოვრებ ქალთა ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციები;
  • სათემო ფონდები;
  • საქართველოს რეგიონებში დაფუძლებული ორგანიზაციები
  • საქართველოში ქალთა მოძრაობის წამყვანი ორგანიზაციები;
  • სამეცნიერო/კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები;
  • ცენტრალური და ადგილობრივი მედია ორგანიზაციები; დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

სახელისუფლებო სტრუქტურები:

  • საქართველოს პარლამენტი;
  • საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და სამინისტროს სამმართველოები ქვეყნის რეგიონებში;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს რეგიონებში:

  • ადგილობრივი სასოფლო თემები;
  • თემთა რწმუებულები/მათი თანამშრომლები;
  • თემთა წარმომადგენელი დეპუტატები მუნიციპალიტეტების საკრებულოში;
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოები;
  • მუნიციპალიტეტების გამგეობები.
  • ადგილობრივ მოქმედი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ქალთა მოძრაობის ქსელები და ორგანიზაციები;
  • სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანტროპიული საერთაშორისო ქსელები

u85jcm00MK_Tetritskaro 11.11.13_4

ფონდი ტასოს პრიორიტეტული სამუშაო მიმართულებები:

  • მობილიზაცია სათემო განვითარებისათვის სოფლად მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ლიდერობით;
  • თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თვითმმართველობის ხარისხის ასამაღლებლად და გენდერულად პასუხისმგებელი ბიუჯეტირებისათვის;
  • ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბება, განვითარება, ინიციატივების ხელშეწყობა და დაქსელება;
  • სათემო ფონდების ქსელის ჩამოყალიბება, განვითარება და გაფართოება; სათემო ფონდების ფილანტროპიური საქმიანობების ხელშეწყობა;
  • საკანონმდებლო ინიციატივა - საქართველოს კანონი ფილანტროპიის შესახებ; სახსრები სამოქალაქო საზოგადოების/ორგანიზაციების თანმიმდევრული საქმიანობისა და განვითარებისათვის;
  • ქალთა ზეპირი ისტორიების, როგორც აკადემიური დისციპლინის განვითარება, ქალთა ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება და პუბლიკაციები;
  • ფემინისტური ღირებულებების გავრცელება: ფონდის გამოცემათა სერია „ფემინისტური ბიბლიოთეკა“;
  • მონიტორინგი/სწავლება და შეფასება;
  • ქალთა საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ფონდების მოძიება;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ქსელების საქმიანობაში/ღონისძიებებში.



მიმდინარე გრძელვადიანი პროგრამები:

• სოციალური მობილიზაცია სოფლად მცხოვრებ ქალთა, კონფლიქტით დაზარალებულ, იძულებით გადაადგულებულ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ თემებში 2010 წლიდან;
•  თემის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ახალგაზრდამოხალისეების ჯგუფების სოციალური აქტივიზმის მხარდაჭერა 2011 წლიდან;
• სათემო ფილანტროპია: სათემო ფონდების მზარდი ქსელის (11 ფონდი) მხარდაჭერა მათ გრანტგამცემ საქმიანობაში 2012 წლიდან;
• გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირება: ქალთა ჯგუფებსა და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენელთა თანამშრომლობის ხელშეწყობა თემის საჭიროებების მინიციპალურ გეგმებსა და ბიუჯეტებში გათვალისწინებისათვის;
•  ადილობრივი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი სოფლის საბჭოების შექმნის გზით 2015 წლიდან.