სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანტროპია (18818 ქართულად)



სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანტროპია  (18818 ქართულად)

წინასიტყვაობა

წიგნის კეთების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ "რისი თქმა სურდა პოეტს", მაგრამ არანაკლებ, და შეიძლება უფრო განმსაზღვრელად იყოს საინტერესო, თუ რისი გაგონება სურდა მკითხველს. სურვილების დამთხვევა რთული და გრძელვადიანი სამუშაოა, ვადები, როგორც ყოველთვის - შეზღუდული, ხოლო საჭიროება - დიდი. ამიტომ მაქსიმალურად დავდადებით ვეცადეთ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის აქვე მიგვეახლოვებინა სხვადასხვა დონეების, სექტორების, შტოების და განზომილებების ხალხი.

წიგნს ჰქვია სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფილანტროპია (ქართულად), ხოლო 18818 არის კოდი, რომელიც დორონმა ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" მიანიჭა ამავე სახელწოდების ჩვენს პროექტს. ჩვენ ვართ ქალთა ეროვნული ფონდი, 2007 წელს დამოუკიდებელ ფონდად გამოსული ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ქალთა პროგრამიდან. 2017-ში 20 წელი გვისრულდება და ვფიქრობთ, რომ თავისი მოცულობით, ეს წიგნი საიუბილეოდ გამოდგება.

ამდენად, "18818" არის ჩვენი ფონდის საქმიანობის ანგარიში, მაგრამ არა მხოლოდ - ჩვენი, და ცხადია - არასრული. აქ უფრო წერია "რატომ", "როგორ" და "რისთვის", ვიდრე "ვინ" და "რა". რაც შეეხება "როდის"- მითითებულია ყველგან, რადგან ესაა ჩვენი "ქალთა მეხსიერების" სერიის XI გამოცემა, ანუ ზეპირი ისტორიების კრებულია ახალი სიტყვით - ისტორია ელექტრონული ფოსტის არქიიდან (ორი ისტორია: კანონპროექტისა "საქართველოს კანონი ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" და სათემო ფილანტროპია საქართველოში). ანგარიშობის თვალსაზრისით, წიგნი ეხება დროის 2012 წლიდან დღემდე (2016 წლის ბოლო), ხოლო კონტექსტი, გარემოებანი, უფრო ადრეულიცაა "მოყოლილი", აქცენტით - 2008 წლის ომზე.

ფონდი მადლობელია წიგნის ყველა მთხრობელის, ავტორისა და გამოქვეყნების უფლებების მომწოდებლის, ღირსეული გრანტისმიმღები პარტნიორების, მოხალისეების და დონორების, ვინც მხარს უჭერს ეროვნულ ფონდებს, რათა სახსრები მისწვდეს აქტივისტებსა და ორგანიზაციებს იმ ადგილებში, სადაც 18818 უნდა იწყემოდეს.

მაია ბერიძე, მარინა თაბუკაშვილი
ფონდი ტასო
2016