რეგიონებში გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია განხორციელდა

გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" სათემო მუშაკები და თვითდახმარების ჯგუფები შეუერთდნენ და ჯამში 35 აქტივობა განახორციელეს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ აქტივობების სია:




გურია

-ლაითურის თითდახმარების ჯგუფი-

📍25 ნოემბერს  ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის შეწყვეტის საერთაშორისო დღეს დაბა ნარუჯის სკოლის უფროსკლასელებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობისა და სტერეორიპების შესახებ სკოლაში;

📍29 ნოემბერს  ქალთა უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს გაიმართა ფილმის "სუფრაჟისტი" ჩვენება და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ დისკუსია;

📍1 დეკემბერს  შიდსის საერთაშორისო დღეს დაბა ლაითურია საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება.

📍10 დეკემბერს - ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფომანსები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თემატიკაზე; მოამზადეს თემატური პლაკატები



-ლანჩხუთის თვითდახმარების ჯგუფი- 


📍25 ნოემბერს  ლანჩხუთში მოხდა გაეროს მიერ შექმნილი მულტფილმის ჩვენება და დისკუსია - არის თუ არა ,,შეუძლებელი ოცნება" შეუძლებელი. შეხვედრის მონაწილეებს სათემო მუშაკმა გააცნო გენდერული ნიშნით ძლადობის კამპანიის ისტორია და მოუთხრო დებ მირაბალებზე.

📍7 დეკემბერს ლანჩხუთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,იავნანას“ დირექტორის ციცო ჩხარტიშვილის და ფსიქოლოგ მარინა ბარამიძის დახმარებით და ჩართულობით გაიმართა საბავშვო მულტფილმის ჩვენება და დისკუსია გენდერულ ჭრილში.

📍9 დეკემბერს შედგა ფილმის ჩვენება და  განხილვა, რომელსაც დაესწრნენ მოახლისე ახალგაზრდები. სათემო მუშაკმა დამსწრეებს გააცნო 16 დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაცია და მოუთხრო კამპანიის შექმნის ისტორია.

📍10 დეკემბერს სათემო მუშაკმა ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებს  წაუკითხა  ზღაპარი წიგნიდან- ,,იყო ერთი გოგო“  და მოსწავლეებს ესაუბრა ბულინგის შესახებ.


- დვაბზუს, ძიმითის, დაბა ნასაკირალის თვითდახმარების ჯგუფები -

 📍5 დეკემბერს სოფელ ძიმითის კულტურის სახლში სათემო მუშაკის თაოსნობით ჩატარდა სემინარი ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში  ძალადობის ბულინგის, სექსუალური შევიწროების, ადევნების თემებზე. სკოლის უფროსკლასელებმა  ძალადობის სხვადასხვა ფორმა განიხილეს(დავალება მიცემული ჰქონდათ წინასწარ). გაიმართა დისკუსია  კონკრეტული მაგალითების მოხმობით და ა.შ.
შეხვედრაში მონაწილეომა მიიღო50- მდე ადამიანმა (მოსწავლეები, მასწავლებლები მშობლები,თდჯ წევრები);

📍6 დეკემბერს სოფელ ნასაკირალში ნაჩვენები იყო  ფილმი „დამალული ფიგურები“ და ანიმაცია „აუხდენელი ოცნება“. გაიმართა დისკუსია  ნანახის და ყოფითი სიუჯეტების შედარებებით. ასევე, შრომის  არათანაბარი გადანაწილებაზე ოჯახში; ქალის როლზე ოჯახის მართვაში. შეხვედრას დაესწრო 9 ქალი,მათ შორის ოთხი  თავისუფალი მონაწილე და ხუთი  ჯგუფის წევრი

📍7 დეკემბერს დაბა ნასაკირალში სათემო მუშაკმა ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში  ძალადობისა და გენდერული  ნიშნით ძალადობის თემაზე.  გაიმართა დისკუსია ბულინგის და ოჯახში ძალადობის , ქალის შრომის უგულვებელყოფის  თემების გარშემო. 

📍10 დეკემბერს სოფელ დვაბზუში მოსწავლეებმა ნახეს ანიმაცია, იმსჯელეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის  და ძალადობის ყველა ფორმის  აღმოფხვრის თემაზე. მიიღეს საინფორმაციო ფურცლები იმის შესახებ,თუ  როგორ შეძლებენ   ქალთა მიმართ სოლიდარობას და მხარდაჭერას. შეხვედრას დაესწრო 25 ადამიანი. 23 მოსწავლე,2 მასწავლებელი.




სამეგრელო


-ანაკლიისა და კიროვის თვითდახმარების ჯგუფები-

📍25 ნოემბერს გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და დისკუსია სკოლაში ბულინგზე;

📍28 ნოემბერს ფონდი ნეფას ოფისში ახალგაზრდა მოსალისეებმა შექმნეს პლაკატი ძალადობის შესახებ;

📍3 დეკემბერს გაიმართა ფილმის "დიდი თვალები" ჩვენება და დისკუსია ქალთა ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

📍4 და 6 დეკემბერს მოსწავლეებმა ასფალტზე დახატეს ნახატები ძალადობის თემაზე და გამართეს დისკუსია ძალადობის პრევენციის შესახებ


-კახათისა და დიდი ნეძის თვითდახმარების ჯგუფები-

📍5 დეკემბერს დიდი ნეძის ახალგაზრდებმა დადგეს ფორუმ-თეატრი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ;

📍6-7 დეკემბერს კახათსა და დიდ ნეძში გაიმართა ორი ვიდეო რგოლის "ტკბილი ოცნებისა" და " ფემინისტური ანბანის" ჩვენება. ქალებმა იმსჯელეს თუ როგორ გავდა თითოეულის რეალობა "ტკბილ ოცნებაში" ნაჩვენები ქალის ცხოვრებას, აღნიშნეს შვილების სწორად აღზრდისა და უფლებებზე განათლენბის მიცემის აუცილებლობა.

📍10 დეკემბერს კახათის თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა და ახალგაზრდებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე. თითოეულმა მონაწილემ გაიხსენა ერთი შემთხვევა, როცა მათი უფლება როგორც ქალი,ს მოსწავლის, ბავშვის დაირღვა. შედგა მსჯელობა თავის დაცვის გზებზე, უფლებების ცოდნის მნიშვნელობაზე და მის პრაქტიკაში გამოყენებაზე.


- ქვემო ფოცხოს თვითდახმარების ჯგუფი-

📍5 დეკემბერს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა განიხილეს კომიქსი ქალთა დაუფასებელი შრომის შესახებ და მოაწყეს ფილმის "მოსამსახურე ქალი" ჩვენება. შეხვედრაზე განხილულ იქნა 16 დღიანი კამპანიის და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მნიშვნელობა. თდჯ-ს წევრებმა განიხილეს ანონიმური ისტორიები და ძალადობის შემთხვევები

📍 10 დეკემბერ
ს სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის "დამალული ფიგურები" ჩვენება. დისკუსიის პროცესი შეეხო ფერადკანიანთა და ქალთა ჩაგვრას.



იმერეთი

-შორაპნის თვითდახმარების ჯგუფი-


📍25 ნოემბერს სათემო მუშაკის ორგანიზებით თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა განიხილეს ქალთა უფლებების კონვენცია, ასევე, დები მირაბალების აქტივიზმის და 16 დღიანი კამპანიის ისტორია და დავგეგმეს მომავალი ღონისძიებები.

📍29 ნოემბერს ადგილობრივი იურისტი ჯგუფის წევრებს და შორაპნის მაცხოვრებლებს (დაინტერესებულ პირებს) გაესაუბრა ქალთა უფლებების შესახებ.



-წიფლავაკის თვითდახმარების ჯგუფი-

📍25 ნოემბერს თვითდახმარების ჯგუფის წევრები გაეცნენ საქართველოს კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ და  კანონში არსებული ტერმინთა მნიშვნელობას. ასევე გავეცნენ საქართველოს კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

📍1 დეკემბერს თდჯ წევრებმა იმსჯელეს აივ შიდსის გავრცელების, მართვის და  პრევენციის საშუალებებზე, რომ ტესტირება და მკურნალობა უფასოა და კონფიდენციალურია საქართველოს ნებისმიერ ლაბორატორიაში


-საღვინის თვითდახმარების ჯგუფი-

📍1 დეკემბერს მოხალისე, გურანდა ზიბზიბაძემ მოამზადა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობას მსოფლიოში, მათშორის საქართველოში და ფილმის ჩვენება "მოსამსახურე".

📍3 დეკემბერს მოხალისე  გიორგი სხილაძიემ, რომელიც  სამოქალაქო განათლების სპეციალისტია, მოამზადა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს. შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა უფლებადამცველს გაეცნენ და შეიტყეს მათი საქმიანობის და მიზნების  შესახებ

📍5 დეკემბერს სამედიცნო უნივერსიტეტის სტუდენტმა დიანა ზიბზიბაძემ  ისაუბრა აივ შიდსის  გადადების გზებზე, პრევენციაზე, მკურნალობის მეთოდებზე ,შიდსის პრევენციისა და სახელმწიფო პროგრამებზე . გაიმართა ფილმის "ასმა" ჩვენება

📍7 დეკემბერს ღონისძიების ფარგლებში ნინო სხილაძემ მოამზადა პრეზენტაცია თემაზე: ,,სოციალური და ეკონომიური განვითარების მოსახელების საერთაშორის დღე", რომელიც ეხებოდა საქართველოში დასაქმების მაჩვენებლებს, დასაქმების კვალიფიკაციას და სპეციალისტების ნაკლებობას.

10 დეკემბერს შორაპნის, საღვინის, მუხების უბნის სათემო მუშაკებმა განახორციელეს ერთოვლივი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს  ისაუბრეს ფემიციდისა და ქალთა ძალადობის სტატისტიკური მონაცემების შესახებ.



რაჭა

-სადმელი-

📍1 დეკემბერს თვითდახმარების ჯგუფის "ხელიხელს" წევრებმა განიხილეს ლიტერატურა შიდსის შესახებ,, იმსჯელეს პრევენციაზე და სტიგმაზე, რომელიც დაავადებას ახლავს

📍7 დეკემბერს ამბროლაურის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, შეიტყეს გენდერული ნიშნით 16 დღიანი კამპანიისა და საერთაშორისო დღეების შესახებ, რომელიც კამპანიის ფარგლებში აღინიშნება




თვითდახმარების ჯგუფები შეიქმნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2 წლიანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით" ფარგლებში