ENG
მისია, ხედვა და ღირებულებები

ორგანიზაციის მისია:

ქალთა და გოგონათა მხარდაჭერა სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისთვის საქართველოში.


ორგანიზაციის ხედვა:

ქალები და გოგონები ცხოვრობენ უსაფრთხო და სამართლიან გარემოში, სადაც ხელმისაწვდომია თანაბარი შესაძლებლობები; უზრუნველყოფილია მათი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ფინანსური დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა.

ორგანიზაციის ღირებულებები:

  • გამჭვირვალობა და ღიაობა
ფონდი ანგარიშვალდებულია საკუთარი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე და პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ. ფონდი ღიაა თანამშრომლობისთვის.

  • სამართლიანობა და კეთილსინდისიერება
ფონდი თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად ახორციელებს საქმიანობას პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან მიმართებით; ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით.

  • ანგარიშვალდებულება
ფონდის ყველა თანამშრომელი იზიარებს ფონდის ღირებულებებს და პასუხისმგებლიანად ეკიდება თავის საქმიანობას, რომლის შესახებ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას უზიარებს ფონდის სხვა წევრებს, სამიზნე ჯგუფებს და დაინტერესებულ მხარეებს.

  • გუნდურობა

ფონდის თანამშრომლებს აქვთ ერთიანი ხედვა, მისწრაფებები მიზნები და ერთობლივად მუშაობენ აქტუალურ საკითხებზე, დახმარებას უწევენ და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, სამიზნე ჯგუფებსა და დაინტერესებულ მხარეებს გადანაწილებული პასუხისმგებლობების ფარგლებში.

  • ემპათიურობა

ფონდის თანამშრომლები, საქმიანობის განხორციელებისას, თანაგრძნობას იჩენენ სამიზნე ჯგუფებისა და პარტნიორების მიმართ; ითვალისწინებენ კონტექსტს, ცდილობენ შევიდნენ მათ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, უცხადებენ მხარდაჭრას.


დაფინანსების მიღების ძირითადი პრინციპები მოიცავს უარის თქმას:  

  • იარაღების წარმოებასა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული  ორგანიზაციებისთვის;
  • ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის;
  • ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციებისთვის;
  • ე.წ. გემბლინგსა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის;
  • ბავშვთა შრომასა და შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საეჭვო პირებისა და ორგანიზაციებისთვის;
  • ტრეფიკინგთან ან მსგავს არაღირსეულ სამუშაოსთან დაკავშირებული საეჭვო პირებისა და ორგანიზაციებისთვის.