ფონდი ტასოს მხარდაჭერით რეგიონებში სამი სატრენინგო ციკლი ჩატარდა //Taso Foundation supported three training cycles in regions

ფონდი ტასოს ორგანიზებით რაჭაში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სამი სატრენინგო ციკლი ჩატარდა.თითოეული ციკლი 8 ტრენინგისგან შედგებოდა და ჯამში 24 ტრენინგს 320 ადამიანი დაესწრო.

ტრენინგის თემები იყო შემდეგი:

  1. მცირე პროდუქტზე დაფუძნებული ბიზნესის მართვა, რომელსაც უძღვებოდა ნანა ნერსეზაშვილი სათემო ფონდიდან "ლელი";
  2. ქალთა უფლებები ოჯახში ძალადობის ჭრილში, რომელსაც უძღვებოდა ქეთევან ხიდაშელი სათემო ფონდიდან "ქალები რეგიონის განვითარებისათვის";
  3. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელსაც უძღვებოდა ნონა გარგანჯია, ასევე სათემო ფონდიდან "ქალები რეგიონის განვითარებისათვის"

სათემო ფონდები "ლელი" და "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" არიან ფონდი ტასოს სათემო ფონდების ქსელის წევრები. მათ მიერ ცოდნის დამწყები თვითდახმარების ჯგუფებისთვის გაზიარების საშუალებით ფონდი ტასო ხელს უწყობს გრანტისმიმღებების დაქსელებას და ქალთა მოძრაობის გაძლიერებას.

აღნიშნული აქტივობა მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2 წლიანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით" ფარგლებში.



Taso Foundation organized three training cycles in Racha, Imereti, Guria and Samegrelo regions. Each cycle consisted of 8 training, overall 320 people attended 24 training.

The topics of meetings were following:

  1. Managing business based on small product, lead by Nana Nersezashvili from Community Foundation "Leli";
  2. Womens rights from perspective of domestic violence, lead by Ketevan Khidasheli from Community Foundation "Women for Regional Development";
  3. Women's reproductive health and rights, lead by Nona Garganjia also from Community Foundation "Women for Regional Development"


Community Foundations "Leli" and "Women for Regional Development"are members of network of community foundations, supported by Taso Foundation. By creating space for sharing experiences of community foundations to the newly established self-help groups Taso Foundation is supporting networking of grantee partners and supports strengthening  women's movement in Georgia

The mentioned events were generously supported by the Norwegian Ministry of Foreign Affairs through the UN Women-led two-year program “Joint Action for Women’s Economic Empowerment in Georgia”.