სათემო ფონდი ლელი

საკონტაქტო პირი: ნანა ნერსეზაშვილი
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: nana.nerse@gmail.com
ფონდის ვებ-გვერდი: www.leli.ge


ფონდი ლელის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია კახეთის რეგიონი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. ფონდის საქმიანობით დაფარულია 18 თემის 50 სოფელი. სათემო ფონდთან ასოცირებულია ქალთა 15 და ახალგაზრდა მოხალისეთა 4 ჯგუფი, ჯამში 100 ინდივიდუალური მოხალისით.

სათემო ფონდ ლელის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 12 თემში გაცემული აქვს 19 გრანტი, ჯამში 15.168 ლარის ოდენობით. 

სათემო ორგანიზაცია ლელი დაფუძნდა 2006 წელს როგორც სათემო ახალგაზრდული ცენტრი და 2007 წელს დარეგისტრირდა იურიდიულ ერთეულად. 2011 წელს საგრანტო პროგრამების განსახორციელებლად მოხდა ხელახალი რეგისტრაცია როგორც სათემო ფონდი ,,ლელი". 

სტრატეგიული მამართულებები

  • თემის საჭიროებებზე დაფუძნებული განათლება და სათემო განათლების ცენტრების მოდელის გავრცელება კახეთის რეგიონში;
  • ქალთა და ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ინტეგრაცია; 
  •  მცირე ფერმერთა შესაძლებლობების განვითარება და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკო მიდგომების გავრცელების ხელშეწყობა;
  •  სათემო ფონდის საქმიანობით ქალთა ჯგუფების გაქტიურება და სოციალური ცვლილებების ინიცირება.



სათემო ფონდის მისია და ხედვა
ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ არის სიღარიბე, ადამიანები აქტიურად თანამშრომლობენ და ზრუნავენ სათემო ინტერესებსა და გარემოზე; ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ორიენტირებული არიან მუდმივ პროგრესზე. ამისათვის ფონდი ლელი მუშაობს კახეთის რეგიონის თემებში. განვითარების პროცესების ხელშეწყობის მიზნით იგი ეწევა ახალგაზრდათა და ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობას, კულტურულ თუ სპორტულ პროგრამებს. იმავდროულად ახორციელებს ადგილობრივი თემების ინტერესთა დაცვის კამპანიებს. საქმიანობისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ზრდასრულ მოსახლეობაზე, ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, ქალებზე და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე.

სათემო ფონდის მთავარი აქტივობები

  • სათემო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სათემო მობილიზაცია;
  •  პროექტების მომზადება და განხორციელების პროცესში თემის ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ბავშვების და ახალგაზრდების გააქტიურება საგანამანათლებლო, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძებებით, ლიდერათა ბანაკებით;
  • ქალთა გაძლიერება, გააქტიურება შემეცნებითი და საგანამანათლებლო აქტივობებით, პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსები.

ფონდის თემატური საქმიანობები 

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა;
  • მიგრანტებთან და ლტოლვილებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარების განვითარება;
  • სოციალური კამპანიები
  • ქალთა უფლებები
  • თემის კეთილდღეობის ზრდა (მაგ. ინფრასტრუქტურული პროექტები);
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • სოციალური მეწარმეობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • ორგანული ფერმერობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა.