11703131_661826867251367_6204652376483155915_n

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ ქალთა პროგრამას 1998 წლიდან ახორციელებდა. 2006 წლის ბოლომდე პროგრამა ფონდის შიგნით ფუნქციონირებდა. 2007 წლის დასაწყისში კი დამოუკიდებელ ქალთა ფონდად გარდაიქმნა და „ფონდის ტასო“ სახელით გააგრძელა მუშაობა.

მნიშვნელოვანია, რომ „ფონდის ტასო“  დაბადებით მოხდა ღია საზოგადოების ფონდის სიკეთის გამრავლება იმ თვალსაზრისით, რომ  ტასომ გააგრძელა ქალთა პროგრამის მისია და ხელი შეუწყო მრავალი ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საქმიანობას, ძირითადად – ქვეყნის რეგიონებში. „ფონდს ტასო“, დაარსებიდან დღემდე გაცემული აქვს 375 გრანტი.

20  წლის მანძილზე ქალთა პროგრამის და „ფონდის ტასო“ მეშვეობით ფონდმა განახორციელა რამდენიმე სამუშაო მიმართულება, გრანტგამცემი, ოპერაციული და შერეული ხასიათის მრავალწლიანი პროგრამები, რაც ქალთა მოძრაობის განვითარებას, ქალთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას,  ქალთა საზოგადოებრივი აქტივიზმის მხარდაჭერასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეს ემსახურებოდა.

ფონდი ტასო, როგორც საქართველოში  ქალთა მოძრაობის მონაწილე და მისი მხარდამჭერი,  ჩართულია საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას მშვიდობიანი და სამართლიანი  გარემო, სადაც თითოეულ ქალს თავისუფალი არჩევანის, თვითრეალიზაციის  და  მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაუბრკოლებლად განხორციელების საშუალება ექნება.

მისია

ქალთა გაძლიერება ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის საქართველოში.

ხედვა

საზოგადოებრივი სფეროებიდან გარიყული ქალების აქტიურობის ხელშეწყობისთვის აუცილებელია გავაერთიანოთ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებები იმ პროგრამებთან, რომლებიც ემსახურებიან ქალთა გაძლიერებას სოციალური აქტივიზმისთვის. სტაბილური და უწყვეტი მუშაობა მოსახლეობის დემოკრატიის განვითარენაში ჩასაბმელად უნდა ეფუძნებოდეს გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს/ექსპერტებსა და სათემო ქალებს შორის თანამშრომლობას.

აქტივობები


•  გრანტების გაცემა აქტივისტ ქალთა, ორგანიზაციათა და ქალთა ჯგუფთა ინიციატივების მხარდასაჭერად;

• ოპერაციული და შერეული (ოპერაციული და გრანტგამცემი) პროგრამების განხორციელება;

•  ქალთა მეხსიერების კვლევის ცენტრის ფუნქციონირება (რესურს ცენტრი ბიბლიოთეკით და ტექსტური, ფოტო და ვიდეო არქივებით);

• მონაწილეობა ტაქტიკების შემუშავებაში და გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ადვოკატირება;

•  წიგნების მომზადება ფონდი ტასოს მეხსიერების ცენტრის ორი სერიის - ქალთა მეხსიერების (2004 წელიდან) და ფემინისტური ბიბლიოთეკის (2007 წლიდან) ჩათვლით; 

• დოკუმენტური ფილმების შექმნის მხარდაჭერა გრანტების გაცემით და პროდიუსირებით;

 სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამთავტობო ინსტიტუტებთან თანამშტომლობა და მონაწილეობა ქალთა მოძრაობის ღონისძიებებში.

• გლობალურ ქსელებში მონაწილეობა: Foundations for Peace Network; Prospera - International Network of Women’s Funds, Philanthropy for Social Justice and Peace, International Human Rights Funders Group and International Oral History Association. 


მიმდინარე გრძელვადიანი პროგრამები:

• სოციალური მობილიზაცია სოფლად მცხოვრებ ქალთა, კონფლიქტით დაზარალებულ, იძულებით გადაადგულებულ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ თემებში 2010 წლიდან;

•  თემის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ახალგაზრდამოხალისეების ჯგუფების სოციალური აქტივიზმის მხარდაჭერა 2011 წლიდან;

• სათემო ფილანტროპია: სათემო ფონდების მზარდი ქსელის (11 ფონდი) მხარდაჭერა მათ გრანტგამცემ საქმიანობაში 2012 წლიდან;

• გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირება: ქალთა ჯგუფებსა და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენელთა თანამშრომლობის ხელშეწყობა თემის საჭიროებების მინიციპალურ გეგმებსა და ბიუჯეტებში გათვალისწინებისათვის;

•  ადილობრივი მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი სოფლის საბჭოების შექმნის გზით 2015 წლიდან.


TASO Foundation (TF) is the national women’s fund transformed from the Women's Program of Open Society Georgia Foundation (1998-2006). Since yearly 2007 TF operates independently with the mission Women’s and Girls’ Empowerment for Human Rights, Equality, Social Justice and Peace in Georgia.

It is important to be mentioned, Taso Foundation supported multiplying and sustaining the impact of OSGF, as it continued the mission of the Geonder program and supported establishment of many women’s organizations, basically in the regions of Georgia. Since it was founded, Taso Foundation has awarded 375 grants.

During 20 years together with the work of the Gender Program of OSGF and Taso Foundation various working directions, grant—giving, operational and mixed programs were developed which serves to development of women;s movement, quality of women’s life, support od women’s civic activism and improvement of women’s rights condition.

Taso Foundation, as the part of women’s movement of Georgia and its supporter is involved in the work aimed at the creation of peaceful and just environmet, where each woman will be entitled for a free choice and self-realization and will experience her rights and freedoms without hindrance
.

Mission

Women´s empowerment for human rights, equality, social justice and peace in Georgia.

Vision

In order to impel the activism of women isolated from public domain, it is necessary to merge works aiming at overcoming poverty with programs for the empowerment of women for social activism. Steady and continuous work for the involvement of population in democracy development has to be based on cooperation between experienced NGOs/experts and community based women.

Activities:

Taso Foundation conducts the following:

• making grants to support initiatives of women activists, women´s groups and organizations;

• implement operational programs; implement mixed (operational & grant-giving) projects;

• act as women´s memory research center (resource center with library and textual, photo and video archives);

• participate in policy making and act as an advocate for ensuring gender equality and women´s rights;

• prepare, publish and distribute the books including the publication of two series of TF Women´s Memory (since 2004) and Feminist Library (since 2007);

• support documentary making through grant-giving and producing documentaries;

• collaborate with other civil society organizations, media, state institutions, and participate in events of Georgian women´s movement; 

• participate in global networks: Foundations for Peace Network; International Network of Women’s Funds, Philanthropy for Social Justice and Peace, International Human Rights Funders Group and International Oral History Association.


Ongoing long term Programs:

• Social mobilization of women in rural, conflict affected, IDP and ethnic minority communities: empowering women for social participation, building community resource centers for awareness and development of the communities; since 2010;

• Support social activism of community based groups of young volunteers; since 2011;

• Community Philanthropy: support the growing Network of Community Foundations (currently: 11 foundations) in their grant-giving activism; since 2012;

• Gender responsive budgeting: building collaboration between women’s groups and local government officials for considering community needs and requirements in municipal plans and budgets; since 2011;

• Raising quality of local governance through establishment of local village councils; since 2015.