მრგვალი ფორმატის შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

22 სექტემბერს, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და პროექტის „ ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში “ წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. 

შეხვედრაზე სოფლების ჩოჩხათისა და ჩიბათის თვითდახმარების ჯგუფების ქალებმა წარმოადგინეს თავიანთ თემებში მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები, რაც თემის პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლების, თვითდახმარების ჯგუფების ქალების, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასო“-ს წარმომადგენელთა ჩართულობით.


დისკუსია მოიცავდა სამიზნე სოფლების კონკრეტულ საჭიროებებზე თვითმმართველობის მხრიდან პასუხს მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების თვალსაზრისით, ასევე მსჯელობას ისეთ ზოგად პრობლემებზე, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობის არარსებობა, ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირე, მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი ნაკლები პასუხისმგელობა სათემო საკითხების მოგვარებისათვის, რასაც ხშირად აწყდება ადგილობრივი ხელისუფლება და სხვ. ამასთან, არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდანაც, ამგვარი დიალოგის უდიდესი მნიშვნელობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციასა და მოქალაქეთა ჩართულობისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიღწეული იყო შეთანხმებაც დიალოგის შემდგომ გაგრძელებაზე მერიისა და თდჯ-ების წარმომადგენლებს შორის და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით.