საგრანტო კონკურსისთვის-"ქალთა და გოგონათა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის" განაცხადების მიღება დაიწყო

 

 ფონდი ტასო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა და გოგონათა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის" , რომლის ფინანსური მხარდამჭერია -ფონდი კალალა  (Calala Fondo de Mujeres).

კონკურსის მიზნები:

  • დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის გაძლიერება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და ქალთა უფლებების დაცვა; მათ შორის - თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობით. არაძალადობრივი კულტურის დანერგვა თემში;
  • საქართველოს რეგიონებში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.

საქმიანობის ფორმები:

  • საინფორმაციო შეხვედრები, საგანმანათლებლო სესიები, კამპანიები და აქციები ქალთა უფლებების დასაცავად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის საკითხებზე;
  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემთხვევათა პრევენციისთვის გაწეული საქმიანობა;
  • ღონისძიებები ქალთა უფლებების აქტივისტთა უსაფრთხოებისთვის და ქალთა უფლებების დაცვის სამუშაო მიმართულების ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება;
  • რეაგირება ულტრამემარჯვენე ძალების რიტორიკაზე: განხილვები ქალთა უფლებების ჭრილში, საინფორმაციო/თემის ცნობიერების ამაღლებისთვის გამიზნული შეხვედრები და განმარტებები;
  • სხვ.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მოქმედ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;

პროექტი იწერება დართული განაცხადის ფორმის მოთხოვნების სრული დაცვით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

წარმოდგენილი პროეტების მხარდასაჭერად მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ევროს ეკვივალენტს ლარში; პროექტის ბიუჯეტი შეიძლება აღემატებოდეს მითითებულ თანხას, თუ არსებობს დაფინანსება სხვა წყაროდან ან/და საკუთარი წვლილი.

წარმოდგენილი პროექტების განხორციელების გეგმა არაუმეტეს 7 თვეზე უნდა იყოს გაწერილი;

განაცხადი & დანართები „ფონდს ტასო“ ელ. ვერსიის სახით ეგზავნება მისამართებზე: nino110a@gmail.com და eka@taso.org.ge

სამუშაო გეგმა:

კონკურსის გამოცხადება06 აგვისტო, 2020

კონკურსის ვადები06 აგვისტო, - 24 აგვისტო , 2020

განმცხადებელთა კონსულტირება კონსულტაციები სატელეფონო საუბრებით და ელ. ფოსტის საშუალებით.

კონტაქტი „ფონდთან ტასო“:

ნინო ასათაშვილი : 588 88 45 76; nino110a@gmail.com ;

მარინა თაბუკაშვილი: 595 424279; marina@taso.org.ge


TF. competition. Grassroots Democracy via social activism of W&Gs (Calala). 2020 (2).docx

TF. Proposal TITLE PAGE. (calala).docx

Application form. TF(calala)..docx