საგრანტო კონკურსისთვის -" ქალთა და გოგოების საზოგადოებრივი საქმინაობის მხარდაჭერა " განაცხადების მიღება დაიწყო

საგრანტო კონკურსი: ქალთა და გოგოების საზოგადოებრივი საქმინაობის მხარდაჭერა 

ფონდი ტასო აცხადებს საგრანტო კონკურსს   "ქალთა და გოგოების საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდაჭერა " რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა გლობალური ფონდი (Global Fund for Women).

კონკურსის მიზნები:

  • სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართული ქალთა მოძრაობის გაძლიერება;

  • სოფლად და დევნილთა დასახლებებში მოქმედი ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა; 

  • ქალთა და გოგოების საზოგადოებრივი აქტივიზმის მხარდაჭერა.

            

მონაწილეობის პირობები: 

• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლით ფონდის ტასო პროგრამების (2010 წლიდან) მონაწილე ქმედით ორგანიზაციებს, თვითდახმარების ჯგუფებსა და აქტივისტებს. 

• მიიღება და განიხილება როგორც ცალკეულ ორგანიზაციათა, ჯგუფთა და ინდივიდთა, ასევე ერთობლივი განაცხადები. 

• პროექტი იწერება დართული განაცხადის ფორმის მოთხოვნების სრული დაცვით. 

  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: 

-  წარმოდგენილი პროეტების დასაფინანსებლად რეგისტრირებული ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს; სხვა შემთხვევაში კი - 7000 ლარს. პროექტის ბიუჯეტი შეიძლება აღემატებოდეს მითითებულ თანხებს, თუ არსებობს დაფინანსება სხვა წყაროდან ან/და საკუთარი წვლილი. 

-   წარმოდგენილი პროექტების განხორციელების გეგმა არაუმეტეს 9 თვეზე უნდა იყოს გაწერილი;   

- განაცხადი & დანართები ფონდს ტასო ელ. ვერსიის სახით ეგზავნება.


სამუშაო გეგმა: 

კონკურსის გამოცხადება: 22 ოქტომბერი, 2019

კონკურსის ვადები: 22 ოქტომბერი - 20 ნოემბერი, 2019

განმცხადებელთა კონსულტირება: კონსულტაციები თბილისში, ფონდის ტასო ოფისში, კონსულტაციები სატელეფონო საუბრებით და ელ. ფოსტის საშუალებით

გისურვებთ წარმატებას!



კონტაქტი ფონდთან ტასო: 

ეკატერინე წურწუმია: 577 994237; eka@taso.org.ge

მარინა თაბუკაშვილი: 595 424279; marina@taso.org.ge


GFW TF. competition. 2019.pdfTF.

 Proposal TITLE PAGE. geo.pdfApplication form. 

TFGFW.pdf