პროექტი " ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით" დაიწყო

2019 წლის 1 მაისიდან ფონდი ტასო ,პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად- კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)  და  ქეა საერთაშორისო კავკასიაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (АDC) მხარდაჭერით ახორციელებს 26-თვიან პროექტს

                                                             

 "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით"

"Women’s Economic Empowerment through Social Mobilization and Capacity Building (WEE)"

სოციალური მობილიზაციის მიზნები პროექტში:

  • მოწყვლად ქალთა თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ქალთა ინფორმირება და მხარდაჭერა პროფესიული განათლების, დასაქმებისა და ეკონომიკური სამიანობის წამოწყების შესაძლებლობების მისაღებად;
  • თემის საკეთილდღეოდ მიმართული თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმართველობასთან. 

პროექტის სამიზნე რეგიონები და მუნიციპალიტეტები:

კახეთი:თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი;

ქვემო ქართლი: მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო;

სამცხე -ჯავახეთი: ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე.

პროექტის ფარგლებში ფონდი ტასო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს შემდეგს:

  • სამიზნე თემთა შერჩევა სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად: პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები; თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება; სათემო მუშაკების შერჩევა და დასაქმება პროექტში;
  • პროექტის საგანმანათლებლო  და უნარების განვითარების პროგრამა, თემები: ქალთა ადამიანის უფლებები; ქალთა ლიდერობა; გენდერული ბიუჯეტირება და მონაწილობა ადილობრივ თვითმმართველობაში; კომპიუტერული პროგრამები; მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება, მართვა და საგადასახადო ვალდებულებები, სამსახურის ძებნის უნარები და სხვ.
  • საგრანტო პროგრამა: მოწყვლად ქალთა წარმატებული მონაწილეობისთვის სახელმწიფო ან სხვა დონორთა გრანტგამცემ პროგრამებში (საკუთარი წვლილის შესამცირებლად) ; მხარდაჭერა პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების მიზნით
  • რეგიონული კომპონენტი: პროექტის მიზნებთან (ქალთა პროფეისული განათლება, დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება) დაკავშირებული ინფორმაციის მოკრება, გაზიარება და კავშირების უზრუნველყოფა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანელი ქალებისთვის.

მაისში, ფონდი ტასოს ოფისში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან .  შეხვერდის დროს მოხდა სოციალური მობილიზაციის მეთოდის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა. 


პროექტის განხორციელების მიმდინარეობის, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვყევით ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და თვითერზე.