სოციალური მობილიზაციის მეთოდის სწავლება უკრაინული ორგანიზაციებისთვის // Teaching Social Mobilization Methodology to Ukrainian Womens organizations



3 აპრილს  ფონდმა ტასომ უმასპინძლა 19 უკრაინელ სტუმარს, რომელბიც არიან პროგრამის „თემთა მობილიზაცია უფლებების და შესაძლებლობების გასაზრდელად და ქალთა გაძლიერებისათვის უკრაინაში“ მონაწილეები. პროგრამას ახორციელებს უკრაინის ქალთა ფონდი უკრაინის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

პროგრამის მონაწილეები საქართველოში იმყოფებიან სასწავლო ვიზიტით, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და ფონდ ტასოში; ასევე შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სათემო ფონდებში (შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის, სათემო ფონდები ნეფა და ეგრისი) და სათემო ცენტრებში, რომლებიც ფონდი ტასოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით შეიქმნა (სათემო ცენტრები დამიასა და მოლაოღლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობით და განმუხურის სათემო ცენტრში, რომელიც საზღვრის პირად მდებარეობს).

უკრაინელ სტუმრებს კიევში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გავლილი აქვთ ტრენინგი სოციალურო მობილიზაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელიც ფონდმა ტასომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ლიდერებთან ერთად ჩაატარა.

ფონდ ტასოში მიმდინარე შეხვედრის მიზანი პროგრამის მონაწილეების მიერ განხორციელებული საქმიანობების გაცნობა და ფონდი ტასოს მიერ ქალთა ზეპირ ისტორიებზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებაა ( 2001 წლიდან).

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები საქართველოში 10 აპრილის ჩათვლით იმუშავებენ




On April 3rd Taso Foundation hosted the study visit of 19 guests from Ukraine who are the participants of "Strengthening the Capacity of Women’s Organizations on Community Mobilization and Women’s Empowerment in Ukraine"  which is the program implemented by Ukrainian Womens fund and UN women Ukraine.

The study visit includes meetings with at Taso Foundation and WIC. As well as the meetings and experience sharing at the Community Funds offices (Shida Kartli Community Fund for peace and development, Community Fund Nefa and Egrisi) and in the community centres which were established with the support of Taso Foundation and UN Women. (community centres in Damia and Molaogli in Marneuli Municilapity settled by Armenian and Azerbaijani communities and Ganmukhuri which is located near the border line).

Ukrainian guests have participated in the trainins on Social mobilization and gender equality topics in Kyiv, Donetsk and Lugansk. These trainings were conducted by Taso Foundation and leaders of Women’s Informarion Centre.

The goal of the ongoing meeting is to discuss the updates of work done by Ukrainian participants and sharing the experience of Taso Foundation in creation of oral histories of women (since 2001).

Program participants will work in Georgia till 10th of April.