სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის

საკონტაქტო პირი: თამილა ბაწაშვილი
ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია: Tamila.batsashvili@yahoo.com

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიული არეალია კახეთის რეგიონი, თელავის მუნიციპალიტეტი, ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის 21 სოფელი.

სათემო ფილანთროპიის პროგრამის ფარგლებში ფონდს გაცემული აქვს 4 გრანტი, რომელიც საერთო ღირებულებით 5,075 ლარს შეადგენს.

სათემო ფონდთან ასოცირებულია ქალთა ორი და ახალგაზრდა მოხალისეთა ორი ჯგუფი; ჯამში 40 მოხალისით.


,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ საქმიანობას იწყებს 2008 წლიდან, ,,ფონდი ტასოს“ შიდა პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სანიორის ქალთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ცენტრის მუშაობით. პროექტის დასასრულისთვის, 2009 წლის ოქტომბრიდან, დარეგისტრირდა, როგორც სათემო ფონდი შემდეგი ძირითადი სამუშაო და სტრატეგიული მიმართულებებით:

  • ქალთა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა;
  • ოჯახურდა გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა;
  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
  • თემის კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • გარემო და კულტურული მემკვიდრეობა;
  • სამოქალაქო განათლება.

ფონდი მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის სოციალური მობილიზაციის განხორციელებით და სოფლად არაძალადობრივი, განვითარებაზე ორიენტირებულისა ზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

სათემო ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თავისუფალი, რეალიზებული, ეკონომიურად დამოუკიდებელი ქალების მხარდაჭერას, რაც შედეგად გამოიწვევს საზოგადოება, სადაცყველა ადამიანი თავს გრძნობს დაცულად დაცხოვრობს ღირსეულად.

ზემოთ აღნიშნული მისიის შესასრულებლად ფონდი მიმართავს შემდეგ აქტივობებს: ტრენინგები, სემინარები, შეხვედრები, ფილანთროპიული გრანტგამცემი საქმიანობა. უფლებადაცვითი მიმართულებიდან გამომდინარე შესაბამისისაქმიანობები და მათ შორის მოხალისეობრივად, არასაგრანტო პერიოდებშიც.

     

ფონდის თემატური საქმიანობები

  • ქალთა უფლებამოსილების ზრდა და ლიდერობა;
  • გენდერული ბიუჯეტირება;
  • ოჯახში ძალადობა;
  • რეპროდუქციული უფლებები და ჯანმრთელობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან მუშაობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა;
  • განათლება და უნარები;
  • ქალთა უფლებები;
  • თემის კეთილდღეობის ზრდა;
  • ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობა;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა;
  • ფილანთროპიული საქმიანობა;
  • ბუნებისდაცვითი ცნობიერება და საქმიანობა;
  • მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პრაქტიკა;
  • მსხვერპლთა დახმარება კრიზისულ სიტუაციებში ( მათ შორის საცხოვრებლით)
  • მონაწილეობა და თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმოებულ გენდერულ საკითხებთან და სხვა უფლებადაცვით საქმიანობასთან ასოცირებულ ღონისძიებებში.